თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს. ვასილ დავითაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის სახლთან 8 ტყვია ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვასილ დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თელავის ყოფილი მერია. ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
კატეგორია: სამართალი
გურიასთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 პირი
გურიასთან ახლოს, ახალ ავტობანზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი. ფოტო: rustavi2.ge
ფალიაშვილზე მანქანა დაიწვა
ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა დროულად გავიდა და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქუთაისში ავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას […]
ვის ეკუთვნის შენობა, სადაც ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა
ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა. 2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. […]
ქიბარ ხალვაში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაემუქრა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეთანხმება ძალაშია. იგი ასევე აცხადებს, რომ მათი ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა. საუბარია სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში წილების განაწილებაზე. ხალვაშის განცხადებით, მას წილების ჩამორთმევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. – აქიმიძე და დვალი თუ ძალიან დამიწყებენ კაჩაობას, ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეიძლება შეთანხმებას რამე მუქარა ჰქონდეს, მაგრამ ის შეთანხმება რაც ვთქვი, […]
ხმაური ხელვაჩაურში – ქიბარ ხალვაშის ძმა „ტრანს კავკას კრისტალის“ წილს ითხოვს
„ნიუ პოსტის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში, „ტრანს კავკას კრისტალის“ ტერიტორიაზე წუხელ ხმაური იყო. გვიან ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ბიზონის ხელმძღვანელი, ნიზახ ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად მივიდა, მან ტერიტორიის დაკავება სცადა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. ქიბარ ხალვაშის ძმა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ ეს კომპანია სწორედ მას ეკუთვნოდა. – შემოიჭრა შპს ბიზონი, რომელმაც დაახლოებით 8 ადამიანი […]
დაპირისპირება პარლამენტში – რატომ არ აქვს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ¸ კომიტეტის სხდომიდან გამოსულ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს შეკითვით მოძრაობა „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ მიმართა. ყოფილ დეპუტატს აინტერესებდა თუ რატომ არ ენიჭება მისი აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია. – კონკრეტული კითხვა მაქვს და პასუხი მინდა. აფეთქება განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც გაჯერებული იყო მეტალის ელემენტებით. აფეთქება მოხდა მთელს […]
„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს”
„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს,“ – ისმის თვითმხილველის ხმა ვიდეოჩანაწერში, რომელის “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა დღეს გაასაჯაროვა. ჟურნალისტის განცხადებით ეს ვიდეომასალა მას ერთ-ერთმა მოწმემ მიაწოდა, რომელიც მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებას შეესწრო. მოწმის განცხადებით, მან სამართალდამვცელებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, ჩხრეკას დასწრებოდა, რაზეც უარი მიიღო. ვიდეოში ისმის თავად ბრალდებული დავით ხარშილაძის ხმაც, რომ მას ნარკოტიკი არ […]










