თბილისში ზუგდიდელი ირაკლი უბირია მოკლეს და მტკვარში გადააგდეს

თბილისში ზუგდიდელი ირაკლი უბირია მოკლეს და მტკვარში გადააგდეს“ნიუპოსტისთვის” თბილისში რამდენიმე თვის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი.
მოკლულია ზუგდიდელი ახალგაზრდა ირაკლი უბირია. როგორც ირკვევა ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.
ერთ-ერთის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორე პირი კი შეუტყობინებლობისთვის ( 376-ე მუხლი) არის დაკავებული.
მოკლულის ცხედარს მდინარეში ბოლო 5 დღის განმავლობაში ეძებენ.