საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქუთაისელი შოთიკო თევდორაძეა

საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქუთაისელი შოთიკო თევდორაძეასაბერძნეთში მოკლული  საქართველოს მოქალაქე 41 წლის შოთიკო თევდორაძეა.

ირკვევა, რომ მას ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთდა სახლიდან გამოდიოდა. ბერძნული მედია მკვლელობის მოტივად “ქურდული გავლენების” განაწილებას ასახელებს. გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში გადაასვენებენ.

ქუთაისში, თევდორაძის ახლობლები ადასტურებენ, რომ ის “ქურდული სამყაროს” წარმომადგენელი იყო.

მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.

პოლიცია თავდამსხმელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 4-5 გასროლის ხმა გაიგეს.

ტვ პირველი