გახარიას პარტია – “მალხაზ თორიაზე თავდასხმის ადგილზე ჩამწერ კამერებს ანადგურებენ”

გახარიას პარტია - "მალხაზ თორიაზე თავდასხმის ადგილზე ჩამწერ კამერებს ანადგურებენ"პარტია “საქართველოსთვის” ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

“პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი – დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა”, – წერია განცხადებაში.
“საქართველოსთვის” ხელისუფლებას, შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს:

დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე მომხდარი თავდასხმა;
დროულად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა, მათ შორის მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან;
დროულად მიანიჭონ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია;
დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას.

მთავარი