საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლესბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა 1 იანვარს საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ მალევე გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო უშიშროების სამსახურიც.

ჯერჯერობით, დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.

იპნ