2020 წლის აღდგომის დღეს, მთვრალმა პოლიციელმა, თბილისში, სახლის აივნიდან სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის თამუნა ანთელავა მოკლა. პოლიციელ სოსო გაბრიაძეს საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა. 2021 წლის იანვარში მომღერალმა თიკა მახალდიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედამისის მკვლელობისთვის […]
კატეგორია: სამართალი
აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალდება აღიარა და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ის არ ეთანხმება ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში და აცხადებს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. “ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ. მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც […]
პროკურატურა – “ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიას 8 წელი, 40.000 ლარი ჯარიმა და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მიესაჯა”
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა […]
გორში მამაკაცი მოკლეს – პოლიციამ მისი ძმა დააკავა
გორში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხდა. დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც შემდეგ ეზოში გაგრძელდა. ჩხუბის დროს დაიჭრა ერთი მამაკაციც. ჩხუბში მონაწილეობდნენ ძმები ქასანაშვილები და მათთან მყოფი ერთი პირი. გარდაცვლილია ერთ-ერთი ძმა. გორის პოლიციამ გარდაცვლილის ძმა დააკავა. ქართლი
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, გოგიტა რობიტაშვილს, თავს დაესხნენ
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ რობიტაშვილი თბილისში ყრილობას ესწრებოდა, დედოფლისწყაროში დაბრუნებისას კი მას 4 ნიღბიანი დაესხა თავს და სცემა. პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს. თავად გოგიტა რობიტაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ, ის ძარცვას გამორიცხავს.
ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიას 8 წელი მიესაჯა
ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საქმე ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც. ფოთის ყოფილი მერი, იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. 2020 წლის თებერვალში სასამართლომ დაკავებული პირები […]
“ჩავიხადე შარვალი და 12 წლის ბიჭთან სექსის დამყარებას ვცდილობდი” – რა წერია 40 წლის მამაკაცის ჩვენებაში
“ნოდარ მელაძის შაბათმა” 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა. “გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი და ვცდილობდი სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის მამას გვერდით საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა,” – წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ […]
პოლიციამ დიდძალი იარაღი ამოიღო და 9 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ბ.,1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული […]
სამგორში მერიამ გარაჟები დაანგრია
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. „მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ […]









