გორში მამაკაცი მოკლეს – პოლიციამ მისი ძმა დააკავა

გორში მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ მისი ძმა დააკავაგორში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხდა.

დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც შემდეგ ეზოში გაგრძელდა.

ჩხუბის დროს დაიჭრა ერთი მამაკაციც.

ჩხუბში მონაწილეობდნენ ძმები ქასანაშვილები და მათთან მყოფი ერთი პირი. გარდაცვლილია ერთ-ერთი ძმა.

გორის პოლიციამ გარდაცვლილის ძმა დააკავა.

ქართლი