“ჩავიხადე შარვალი და 12 წლის ბიჭთან სექსის დამყარებას ვცდილობდი” – რა წერია 40 წლის მამაკაცის ჩვენებაში

"ჩავიხადე შარვალი და 12 წლის ბიჭთან სექსის დამყარებას ვცდილობდი" - რა წერია 40 წლის მამაკაცის ჩვენებაში“ნოდარ მელაძის შაბათმა” 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.

“გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი  და ვცდილობდი  სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის  მამას  გვერდით  საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული  გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა,” – წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
ნანახის შემდეგ მამა მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა, 12 წლის ბიჭი კი სახლიდან გაიქცა.

“ბიჭის მამა გვიყვიროდა, როდესაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოასწრო. კაცმა კი დანა აიღო და   მოკვლით მემუქრებოდა. მიყვიროდა, რატომ ვამყარებდი მის არასრულწლოვან შვილთან სქესობრივ  კავშირს. შემდეგ მითხრა,  რომ პოლიციაში დარეკავდა, თუმცა მანამდე მეზობელთან გაყოლა მომთხოვა. თავიდან  შემეშინდა, შემდეგ გავყევი. გამოიძახეს პოლიცია – მე მათ სიმართლე ვუთხარი და დანაშაული ვაღიარე,” – ვკითხულობთ ჩვენებაში.
40 წლის კაცი ამბობს,რომ ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის ადგილს კი თავად არჩევდა.

“ის ზუგდიდში გავიცანი, ჩვენ დავუახლოვდით ერთმანეთს და ხშირად დავდიოდით ერთმანეთის სახლებშიც – 2021 წლის  მარიამობის დღესასწაულიდან დღემდე სექსუალური კავშირი გვქონდა არაერთხელ. მათ შორის ვადასტურებ, რომ ჩემს სახლში, ჩემი მეგობრის სახლში და თავად დაზარალებულის სახლშიც. ამის გამო   თავს დამნაშავედ ვცნო,ბ” – წერს დაკავებული.
40 წლის კაცის დედას მისი შვილის უდანაშაულობის სჯერა და ირწმუნება, რომ სავარაუდო მსხვერპლის მამა მას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც სტუმრად მყოფ კაცს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა.

40 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ტვ პირველი