კატეგორია: საზოგადოება

1.965 ინფიცირებული, 50 გარდაცვლილი, 3.996 განკურნებული – 6 სექტემბრის კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს. […]

როგორ გაცოცხლდა მარგო ბაღიშვილი ოზურგეთში – ახალი დეტალები

როგორ გაცოცხლდა მარგო ბაღიშვილი ოზურგეთში - ახალი დეტალები

ოზურგეთში 87 წლის ქალის გაცოცხლების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 87 წლის მარგო ბაღიშვილის შვილები ტვ პირველთან ამბობენ, რომ წინა დღეს დედა სახლში გარდაცვლილი ნახეს, მას არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა. ოჯახმა ტრადიციის მიხედვით, პანაშვიდი გამართა. მაშინ, როცა ცხედრის მოსათავსებლად მაცივარი უნდა მოეტანათ, შვილი შევიდა სასტუმრო ოთახში და დედა წამომჯდარი ნახა. მარგო ბაღიშვილი ამბობს, რომ არაფერი […]

ტიკარაძე – “ტრანსპორტის გახსნას მხარს დავუჭერთ”

ტიკარაძე - "შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-ით გააუმჯობესებს"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს. „დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად […]

111 წლის ლეონილა გვაჯავამ, რომელმაც კოვიდ 19 დაამარცხა, კლინიკა დატოვა

111 წლის ლეონილა გვაჯავამ, რომელმაც კოვიდ 19 დაამარცხა, კლინიკა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფო 111 წლის ქალმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ ცოტა ხნის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ 111 წლის ქალი დაახლოებით 10 დღე გადიოდა მკურნალობას. ის კლინიკაში დიანფიცირებისთანავე შეიყვანეს. პაციენტი ლეონილა გვაჯავა თავის 80 წლის შვილთან გურამ ქვარცხავასთან ერთად კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. “ძალიან კარგად ვგრძნობ თავს” – ამის შესახებ მან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მედიასთან განაცხადა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, 111 წლის პაციენტი საკმაოდ […]

იაგო ხვიჩია – “მირჩევნია, ღიად დავაფიქსირო, რომ ჩემი შარდი არ არის სუფთა…”

„მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის” - იაგო ხვიჩია

ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის მიერ ნარკოტესტის გავლას და მის მოწოდებას, ყველა კანდიდატმა იგივე გააკეთოს. ხვიჩია მიიჩნევს, რომ უხერხულია, როცა კალაძეს და სხვებს სადღაც უწევთ კოლბებით სიარული. “მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და […]

ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა

ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ ერთ ოჯახში ხანშიშესული ქალბატონი გარდაიცვალა. ტრადიციისამებრ ოჯახმა მიცვალებული – როგორც გურიაში იტყვიან – “შეიცხადია”. უმალ თავი მოიყარა ჯერ მეზობლებმა, მერე ახლობლებმა, ბოლოს კი ნათესავებმა. გარდაცვლილი სპეციალური “მაცივარის” მოტანამდე “კუშეტკაზე” დაასვენეს და ოჯახმაც სპეციალური “მაცივრის” (მიცვალებულის განსასვენებელი კუბოში გადასვენებამდე) შეკვეთაზე დაიწყო ზრუნვა. ამ დროს შვილმა, დედაჩემს უკანასკნელად გამოვემშვიდობებიო და იმ ოთახში შევიდა […]

საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 30,000 მ2 ფართობზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება  27,355,000 ლარს შეადგენს. „ტრანსმშენი“ საქართველოში ერთ-ერთი […]

თემურ თოლომაშვილი – “თვითმფრინავი რომ დავსვი, სტრესი მერე ვიგრძენი” – რა ხდებოდა თბილისი-ვენის ბორტზე

დღეს 180 მგზავრის სიცოცხლე მფრინავმა თემურ თოლომაშვილმა გადაარჩინა

– 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „ახალი დღე“ განაცხადა. უფროსმა პილოტმა გაიხსენა, როგორ დასვა მან 5 სექტემბერს ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. „აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. სიგნალიზაცია მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც […]

1.120 ინფიცირებული, 61 გარდაცვლილი, 4.905 განკურნებული – 5 სექტემბრის კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს. […]

კორონავირუსს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

კორონავირუსს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

კორონავირუსს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, რომელიც მკურნალობას ციციშვილის კლინიკაში გადიოდა. „პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერებრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.