მფრინავმა თემურ თოლომაშვილი დღეს თბილისი-ვენის რეისის 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა. მან თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვება შეძლო, რომელიც თბილისის თავზე 2 საათი მოძრაობდა ტექნიკური ხარვეზის გამო. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება წარწერით – ქართველი გმირი პილოტი.
კატეგორია: საზოგადოება
პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დედა გარდაეცვალა
პედიატრ ინგა მამუჩიშვილს კორონავირუსით დედა გარდაეცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ მედიკოსი ფეისბუქში წერს: “დედააა… კოვიდმა გამომტაცა ხელიდან უსაყვარლესი არსება, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია ამ ქვეყნად, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული, ყველაფერი რომ იცოდა, ყველაფერს მას ვეკითხებოდით სასკოლო პროგრამის ლექსებით და ამოცანებით დაწყებული პოლიტიკური სიახლეებით დამთავრებული! აუგი არ დასცდებოდა არავიზე!!! როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, ამ წუთში ჯერ ვერც […]
თბილისში 111 წლის ლეონილა გვაჯავა კოვიდ 19-გან განიკურნა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი, ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს. “ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, […]
ტვ პირველი გაითიშა
2.210 ინფიცირებული, 74 გარდაცვლილი, 5.587 განკურნებული – 2 სექტემბრის კოვიდ სტატისტიკა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა […]
ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს, 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი […]
“ჯერ დედა გარდაიცვალა, მერე – შვილი” – მუსიკოსი კახა მელაძე კოვიდმა იმსხვერპლა
კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ბათუმელების ცნობით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით. კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი. „გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – განაცხადა ბათუმის ოპერის მომღერალმა აჩიკო გოგიტიძემ. დედა-შვილი სხვადასხვა […]
2.684 ინფიცირებული, 83 გარდაცვლილი, 2.695 განკურნებული – 3 სექტემბრის კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს. […]
ქობულეთს ქარბორბალამ გადაუარა – დაიტბორა ათეულობით სახლი
ქობულეთში ქარბორბალაა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დარჩა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგა ქარბორბალას შედეგად მოსახლეობას, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მთლიანად რუსთაველის ქუჩა. ქალაქ ქობულეთში და ასევე დაბა ჩაქვში დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ხოლო სოფლებში – წყავროკაში, ხალაში, ჩაქვში, სოფელ-ქობულეთში, ბობოყვათში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ბათუმელები









