“საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის”, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა. კვლევის შესახებ OC MEDIA-სთვის მომზადებულ სტატიაშია საუბარი. ISSP-მ კვლევამ 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში, ჩაატარა. მათ რესპოდენტებს ჰკითხეს არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სექსის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია. ამ მაჩვენებლით, საქართველო ქვეყნების სიის […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
რეზო თაბუკაშვილმა “ლიტერას” ჟიური დატოვა
“ლიტერას” პრემიას, მწერლების შემდეგ, უკვე ჟიურის წევრიც ტოვებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟიურის წევრობაზე უარი თქვა რეზო თაბუკაშვილმა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “ფეისბუქში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ. მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი […]
“მითხრეს, ფილტვები გადაეკეტა და თრომბი განვითარდაო” – საქართველოს და საბერძნეთის მოქალაქე ზურა ზაალიშვილი კოვიდით გარდაიცვალა
„შენ ჩემი გულის დიდი დანაკლისი და დიდი ტკივილი ხარ. სევდით სავსე მოგონებებთან დაგვტოვა შენმა კეთილმა გულმა. ნათელში იყოს შენი ლამაზი და უბოროტო სული ჩემო ძმაო… არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ტკივილს გააქარწყლებს. ნათელი და სანთელი ჩემო ზურო იმ ქვეყნად…“- ასე ემშვიდობება სოციალურ ქსელში ნათესავი მომღერალ ზურა ზაალიშვილს, რომელიც 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი […]
არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, არქიმანდრიტი კლინიკაში მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. იოაკიმე ასათიანი რეანიმაციაში, დღეს დილით გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო.
ლაშა ბექაურს საბურთალოზე ბინა აჩუქეს
ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, სეუ-ს რექტორმა, გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა. “სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს “სეუ დეველოპმენტის” დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც “სეუ” “ფეისბუკ” გვერდზე აქვეყნებს. რუსთავი 2
ნიკა გვარამია – “ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს”
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, ბოლო ერთი თვე მედიისთვის აღმოჩნდა უმწვავესი, რასაც კრიტიკულმა მედიამ ძალიან კარგად გაართვა თავი და მისი მოვალეობა შეასრულა. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადებით ქვეყანაში უკვე რუსული დიქტატურა დამყარდა: “ბოლო ერთი თვე, მედიისთვის, ჩვენი არხისთვის მათ შორის აღმოჩნდა უმძიმესი და უმწვავესი. მედიამ თავისი […]
“გიორგი კეკელიძე ორსულ ქალს შიშველი ფოტოების გაგზავნას მთხოვდა” – რას აბრალებენ მწერალს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სოფია კენჭიაშვილი ამბობს, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას. „პირველი წიგნი რომ დაიბეჭდა, „გურული დღიურები“, ამასთან დაკავშირებით მივწერე ერთხელ, მინდოდა მეგობრისთვის მეჩუქებინა. ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, 2014 წლის დასაწყისი იყო. ვიყიდე წიგნი და მივედი მასთან ბიბლიოთეკაში. აქედან დაიწყო: „სურათები გამომიგზავნე“. მეუბნებოდა, სექსუალური სურათები […]
როდის არ შეიძლება კოვიდ 19-ზე აცრა – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს კოვიდ 19-ზე ვაქცინაციის ჩატარება? ამ კითხვას ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქში პასუხობს: “1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!! 2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი – ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი – სინოფარმი და სინოვაკი) […]
ტიკარაძე – “ვაქცინა მთავარი არაა, მთავარია პირბადე და დისტანცია”
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან მისი დაკვირვებით, იმუნიზაციის თვალსაზრისით წარმატებულ ქვეყნებშიც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაინც მაღალია. ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ […]










