ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა.გორში, თბილისის ქუჩაზე მოტეხილი ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახურავი დააზიანა, კოსტავას ქუჩაზე კი ქარმა სახლს სახურავი გადახადა, რომლის ფრაგმენტებიც ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა და დააზიანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განუცხადა, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უფლისციხეში კი ამ წუთებშიც გრძელდება. […]
კატეგორია: საზოგადოება
ყველა ინგილო ქართველისთვის პისიარ ტესტირება უფასოა
ჟურნალისტი სერგო კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს: „31 ივლისიდან საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბ-ნ ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებისთვის პისიარ ტესტირება და ვაქცინაცია უფასოა. აქამდე აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსვლისას და საქართველოდან აზერბაიჯანში გამგზავრებისას საკმაოდ დიდ თანხას იხდიდინენ პისიარ ტესტში. ასევე ზოგიერთ მათგანს, ვინც თბილისში სწავლობს და მუშაობს, ვაქცინაციის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო […]
მანანა მაჩაბელი გარდაიცვალა
81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი. მანანა მაჩაბელი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე სხვადასხვა გადაცემის წამყვანად. მანანა მაჩაბელი ასევე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. მანანა მაჩაბელმა სამსახიობო საქმიანობა 1961 წლიდან დაიწყო. 1961-1963 წლებში იყო სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964 წლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967 წლებში კოტე მარჯანიშვილის თეატრის […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ ქალი ტაძრიდან გააძევა
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ სტიქაროსნებს ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევებინა. მაია ცაავას უნდოდა, მღვდელმთავრისთვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ეკითხა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა. მაია ცაავა „ფორმულასთან“ მეუფე სტეფანეს მოძალადედ მოიხსენიებს. როგორც ყვება, მიტროპოლიტის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქალი თავისუფალ დროს მამა დანიელს – მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ სასულიერო პირს მოხუცებთან მუშაობაში ეხმარება. “ეგ […]
შანაე ბრუკი – “ქართული დამწერლობა მსოფლიოში ყველაზე ლამაზია” – რას წერდა მოკლული ავსტრალიელი საქართველოზე
“ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში” – წერდა ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაე ბრუკი, ქართულ დამწერლობაზე. მისი სოციალური ქსელების მიხედვით კარგად ჩანს, რომ შანაეს საქართველო, მისი ბუნება, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები უყვარდა, ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეში, დადიოდა ლაშქრობებზე. გარდა დამწერლობისა მას ძალიან მოსწონდა სთრით არტები და კედლის მხატვრობა, რაზეც არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ის წერდა, რომ ქართულსაც სწავლობდა. ახალგაზრდა ქალს […]
“საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგად მუშაობდა და ვერაზე ცხოვრობდა” – ვინ იყო შანაე ბრუკი
ნინო ზამბახიძე შანაე ბრუკის შესახებ ფეისბუქში წერს: “შანაე ბრუკი ჩამოვიდა ავსტრალიიდან, აქ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ინგლისურენოვან პედაგოგად. ზაფხულის არდადეგებს ატარებდა საქართველოში და ორი დღის წინ ჩამოვიდა აჭარიდან “ბაიკით.” ეს აქტიური გოგონა ცხოვრობს გოგებაშვილზე. საიდანაც გუშინ (როგორც მეგობარს ტელეფონზე უთხრა, 11 ზე დაამთავრა ონლაინ სამსახური და გავიდა სავარჯიშოდ) გავიდა და წავიდა მთაწმინდის მიმართულებით “hike-ზე” სადაც ხშირად […]
ვახტანგ კალოიანი – „1937 წლის სტილში გამოთქმულ თენგიზ ცერცვაძის ბრალდებებს არ ვუპასუხებ“
ვახტანგ კალოიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფასებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კოვიდისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადე და დისტანციის დაცვაა, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბერკეტია. – ეს არის არაკვალიფიციური, არაპროფესიონალური განცხადება. ვაქცინაცია ნაკლებად იცავს ინფექციისგან, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისაგან. შესაბამისად, როდესაც მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მეორე ნაწილიც უნდა თქვას. კერძოდ კი […]
საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა
“საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის”, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა. კვლევის შესახებ OC MEDIA-სთვის მომზადებულ სტატიაშია საუბარი. ISSP-მ კვლევამ 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში, ჩაატარა. მათ რესპოდენტებს ჰკითხეს არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სექსის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია. ამ მაჩვენებლით, საქართველო ქვეყნების სიის […]









