აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები. გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან დაკონტაქტებული პირები იზოლაციაში არიან გადაყვანილები. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს
საფრანგეთში სამკურნალოდ წასული ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
საფრანგეთში, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი 46 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. იგი პარიზში ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა. „ძალიან გულსატკენი და შემზარავი ამბავი შევიტყვეთ ამ დილით. უკვე, მერამდენე უბედურებაა ღმერთო!?… მწარედ ატირებული დედები, დები, მეუღლე, შვილები… კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი სოფლის თავს, უფალმა მიიბარა უსათნოესი ოჯახის ალალმართალი შვილი – ირაკლი თაკალანძის სახით. ძნელია ირაკლიზე ისაუბრო წარსულში. ვუსამძიმრებ და […]
55 წლის ასაკში ირმა ოსაძემ პირველი შვილი გააჩინა
55 წლის ასაკში ირმა ოსაძემ პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ხონელიძის კლინიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ქალბატონ ირმას კი, დიდი სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს. „შეუძლებელი არაფერია ! სასწაულები გრძელდება… 14.07.2021 , 15 : 37 წუთზე 55 წლის ასაკში ქალბატონმა ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება, მან ქვეყნად […]
„დელტა შტამი“ წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს“
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს, რომელთაგან ორი ჩვილია. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც „დელტა” შტამი აქვს დადასტურებული, კრიტიკულად მძიმეა. ყველანაირი პარამეტრების მიხედვით ხდება […]
ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში 5 არასრულწლოვანი მოიწამლა
მძიმეა 5 არასრულწლოვნის მდგომარეობა, ისინი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ჩასახლებული დევნილები მოიწამლნენ – მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, დაბინძურებული წყალია, რომელიც კომბინატის დასახლებას გრაფიკით მიეწოდება და მოსახლეობა მას სასმელად იყენებს. ამ დროისთვის მძიმეა 5 არასრულწლოვნის მდგომარეობა, ისინი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კოვიდ 19-გან გარდაიცვალა
დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კორონავირისუსგან გარდაიცვალა. ამის შესახებ საპატრიარქოს უწყებანის სამძიმრის წერილშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივლისს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი […]
პური 10 თეთრით გაძვირდა
პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მიზეზი ფქვილისა და დამხმარე მასალების გაძვირებაა, რომელმაც, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” განცხადებით, ფასის ზრდა განაპირობა. პურს ფასი იმ კომპანიებმა მოუმატეს, რომლებიც სუბსიდირების პროგრამით სარებლობდნენ. პროდუქტი ახლანდელ ღირებულებას ოქტომბრის ბოლომდე შეინარჩუნებს.
სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია რუსულ ენაზე აღესრულა – ვიდეო
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც აღბეჭდილია სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებული საღმრთო ლიტურგია. აღნიშნულზე საპატრიარქომ ასეთი განცხადება გააკეთა: „ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას. განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ […]
ვაკო ავალიანმა მაესტროს დირექტორის პოსტი დატოვა – “უცნობის დაბრუნება ჩემთვის მიუღებელია”
ვაკო ავალიანი ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორის პოსტს ტოვებს და Facebook-ზე წერს, რომ არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, არხის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია. “ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება […]










