კატეგორია: საზოგადოება

ქობულეთში 2 ადამიანი დაიკარგა – მათ ვერტმფრენი ეძებს

ქობულეთში 2 ადამიანი დაიკარგა - მათ ვერტმფრენი ეძებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. „112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება,“ – წერს საგანგებო […]

იდა ბახტურიძე – “კოვიდიანს ჩინურმა სინოფარმმა 3 დღეში დამიგდო სიცხე”

იდა ბახტურიძე - "კოვიდიანს ჩინურმა სინოფარმმა 3 დღეში დამიგდო სიცხე"

ფონდის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე კოვიდინფიცირებულია. მას ვირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაემართა. “მე, როგორც კოვიდიანი, გეტყვით, რომ აშკარად ჩემმა ჩინურმა “სინოფარმმა” უკუაგდო სიცხე სამ დღეში და ვდგავარ ფეხზე. მალე კარგადაც უნდა გავხდე. მე რომ აქამდე “ფაიზერისთვის” მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი ახლა და ვერც დღეს დავრეგისტრირდებოდი. ჰოდა, გაიკეთეთ რაცაა ყველამ. ბრენდები […]

საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით – უმრავლესობას დელტა შტამი აქვს

საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით - უმრავლესობას დელტა შტამი აქვს

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა უკვე საგანგაშოა – არსებული საწოლფონდი საკმარისი აღარ არის, მცირეწლოვანი პაციენტების მისაღებად არაპედიატრიული კლინიკებიც ემზადებიან, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო. სპეციალისტთა განმარტებით, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს. მომატებულია მძიმე შემთხვევებიც. გამოსავლად ექიმები ზრდასრულების ვაქცინაციას ასახელებენ. რუსთავი 2

კონსტანტინე მორგოშია – “არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება”

კონსტანტინე მორგოშია - "არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება"

5-6 ივლისს აქციებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით “ალტ-ინფოსა” და მოძრაობა “ქართული მისიის” წარმომადგენლები გამოიკითხნენ. მათ პოლიციის სამმართველოს შენობა გვიან ღამით დატოვეს. გამოკითხვიდან გამოსულების მტკიცებით, მათი არც ერთი მოწოდება ძალადობრივი არ ყოფილა, თუმცა მორიგ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ე.წ. “ღირსების მარშის” არასოდეს არ ჩატარდება. “არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ […]

“ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი…” – თინა ხიდაშელი 

"ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი..." - თინა ხიდაშელი 

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი რამდენიმე თვის წინ კოვიდით დაინფიცირდა, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის გადაცემა “ექიმებში” საუბრობს. “ბევრი ეპიზოდი მქონდა წაქცევის ქუჩაშიც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელიც, იმიტომ რომ ეს საშუალებას მაძლევს, რომ გამოვიდე გარეთ თან მეტი სტაბილურობის განცდა გაქვს და შიში გიქრება, რომ წაიქცევი. ყოველ კვირას […]

ავტობანზე ციხისძირთან ხანძარია

ავტობანზე ციხისძირთან ხანძარია

ავტობანზე ციხისძირის გადასახვევთან ხანძარია. ცეცხლი ავტობანის გამყოფ მონაკვეთზე არსებულ ხეებს, მცენარეებს და ბალახს უკიდია. “ინტერპრესნიუსი” დამატებით დეტალებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

მოქალაქეები ფაიზერზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. იპნ

საქართველოში 40 წუთის შემდეგ ისევ მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ისევ დმანისთანაა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ისევ დმანისში, სოფელ სამებასთან მოხდა. დღეს დმანისთან უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 40 წუთი გამოტოვებით ხდებოდა. დმანისში პირველი ბიძგები 11:04-ზე ფიქსირდება. მიწისძვრა თბილისის დროით 11:41 საათზე ფიქსირდება. ეპიცენტრი – დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ_ში, სოფელ სამებასთან. მიწისძვრა 3.2 (ML) მაგნიტუდის იყო. დმანისში ეს უკვე მე-17 მიწისძვრაა, რომელიც 1 თვეში მოხდა. პრაიმ ტაიმი

საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ისევ დმანისთანაა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 11:04 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა – რეგისტრაცია დღეს, 3 საათიდან დაიწყება

ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა - რეგისტრაცია დღეს, 3 საათიდან დაიწყება

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების ფაიზერის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაიზერით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ფაიზერით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ფაიზერით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ფაიზერმა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]