19 ივლისიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში

19 ივლისიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაშიიზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებებს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის ძალაში 19 ივლისიდან შევა.