კინომცოდნე გოგი გვახარია ასტრაზენეკათი აცრილი კანის ფესტივალზე არ შეუშვეს. ვიდეოჩართვაში, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს, კინომცოდნე აცხადებს: „კანის კინოფესტივალზე მკაცრად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. ჩემს კოლეგებს, იმათ, ვინც სინოფარმით აიცრა, მაინც და მაინც არ სჯეროდათ, რომ ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთავდნენ, მიუხედავად ფესტივალის დირექციის ოფიციალური წერილისა, რომელიც კანში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ. “ასტრაზენეკელები” საერთოდ არ ვფიქრობდით პრობლემებზე – […]
კატეგორია: საზოგადოება
4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს
„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა. ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე სწორედ 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და ამ მოთხოვნების ნახვა შეუძლია. ტელეკომოპანიების ეთერები გუშინ, 13 ივლისს 15 საათზე ლექსო […]
თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. „მოვიდა დრო, რომ გითხრათ, რატომ არ ვჩანდი ამდენი ხანი, კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ“,- განაცხადა თიკა ფაცაციამ. შეგახსენებთ, თიკას პირველად კორონავირუსი 2020 წლის ოქტომბრის თვეში […]
ლექსო ლაშქარავას ოპერატორებმა კამერების დერეფანი მოუწყვეს – მას ტაშით დაემშვიდობნენ
სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების დერეფანი“ მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ. ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის […]
“მიდიან და მიაქვთ ჩვენი სულის ნაწილი” – ექიმი თეონა შულაია გარდაიცვალა
ექიმი თეონა შულაია გარდაიცვალა. ამის შესახებ მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა: “საშინელი ამბავი შევიტყვე დილიდან. თეონა შულაია გარდაიცვალა. ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი, დაკვირვებული, მცოდნე, ყოჩაღი და რაც მთავარია იმედიანი ექიმი. პირველი ნახვისთანავე მივხვდი, რომ თეონას ექიმის ნიჭი ღმერთისგან დაყვა. ოხ, როგორ დამეწვა გული ! როგორ დამენანა ! ასე ნელ ნელა მიდიან კარგი ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან. მიდიან და […]
“როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები?” – მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა
ბოდბეში 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მეუფე იაკობს მრევლში დაუპირისპირდნენ. მას მრევლმა უთხრა, რომ მედიაზე ძალადობა მისი დამსახურებაა. “როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს […]
“წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გვიან ღამით ლექსო ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა და პატრიარქის სახელით ჭირისუფლებს მიუსამძიმრა. “შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია. უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, […]
“ვიძახდი, შეიძლება იყოს მსხვერპლი” – ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფალავანდიშვილი
5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს. მან 5 ივლისს თქვა, რომ შეიძლება, იყოს მსხვერპლი, დღეს კი ეს განცხადება საზოგადოებას შეახსენა. “თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი [თბილისი პრაიდი] მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას”, – ამბობს ის პრაიმტაიმთან.
„ცელოფანში რომ ჩატენეს ცხედარი, სად ეჩქარებოდათ? რას გეგმავენ?“ – ინგა გრიგოლია
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, ჩნდება კითხვები რატომ ეჩქარებოდა უწყებას გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაზე გადასვენება და რატომ გააკეთეს ეს ძალის გამოყენებით ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ: “პასუხისმგებელი არის ყველა ვინც გააკეთა ეს , ვინც დაგეგმა ეს, ვინც წააქეზა და წაახალისა, გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, რომ მე ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ისევ დმანისთანაა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 14:42 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში სოფელ სამებასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.










