საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:38 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 4-ჯერ დაფიქსირდა.
კატეგორია: საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილი ხელოვნურ სუნთქვაზეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული. როგორც, ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა, ამ კონკრეტულ სამ პაციენტამდე, მსგავსი სიმძიმის შემთხვევა, რომ ჩვილი ბავშვები ვირუსის გამო ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფილიყო, არ დაფიქსირებულა. მაია ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ეს ე.წ. დელტა შტამი. კორონავირუსის “ინდური” […]
ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, პაციენტი ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა. არტურ ნიკოგოსიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი თვის წინ მოათავსეს. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მას სერიზული გართულებები არ ჰქონდა და პაციენტის სამედიცინო ისტორიაც ამას მოწმობს. ნიკოგოსიანის მამა აცხადებს, რომ შვილის ცხედარზე არა ერთი დაზიანება აღმოაჩინა, ამის გამო უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტზე ფიზიკურად ძალადობდნენ. გარდაცვალების […]
ახალციხის კლინიკიდან მეგი ბაქრაძის აცრასთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს
ახალციხის კლინიკა “იმედიდან”, სადაც გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე აიცრა, ექიმი, რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგის დამხმარე, მედდა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ავცელებს. ის კლინიკიდან უარყოფის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ გათავისუფლებების სერია სამედიცინო დაწესებულებაში სწორედ მედდის საქმეს უკავშირდება. “მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი გათავისუფლდა, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის კავშირში მეგის გარდაცვალებასთან. […]
მეუფე იოანე – “რატი წვერავამ თვითონ შემოიხია საროჩკა და ჩხუბი დაიწყო” – რას პასუხობს ჟურნალისტი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ “საროჩკა” თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია სწორედ საპატრიარქოს მიერ იყო წახალისებული. “საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო ძმა, გინდა შენთან ერთად ვლნაძღო გარშემო […]
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ისევ დმანისთანაა
2 დღეში 471-მა ფრანგმა ტურისტმა გააუქმა საქართველოში ვიზიტი
ბექა ერიაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “საფრანგეთის ტურიზმის ასოციაციის ცნობით, 2 დღის განმავლობაში 471-მა ტურისტმა გააუქმა დაგეგმილი სამოგზაურო ვიზიტი საქართველოში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება პრევენციული განცხადებები: თუ გაქვთ სვირინგები; განსხვავებული ვარცხნილობა; გიყვართ ზაფხულის მოდის თამამი ჩაცმულობა, თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობაზე. პოლონეთიდანაც ათეულობით ჯავშანი გაუქმდა.”
საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ნათია თურნავამ დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა
პოლონეთის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, ეკონიმიკის მინისტრმა მოინახულა. ნათია თურნავას თქმით, მომხდარის გამო წუხს და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. მისივე განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ქვეყანაში ტურისტების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას. “მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით […]







