“შეუსაბამოა, იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით “გაიძუყნებით ვირთხებო”- ბენდმა NEW ONE-მა გიტარისტი, ლევან შარაშიძე დაითხოვა. “ეს უბრალოდ ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის, რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა – მისივე თქმით მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არც ერთი ჩვენთაგანი არ განვიცდით ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება […]
კატეგორია: საზოგადოება
რიკოთის მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა, ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება. ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის […]
მეუფე იაკობი – “უგულავა თუ ვაჟკაცია, შემხვდეს, ნუ იმალება”
გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო იმ ძალადობაზე, რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში იხილა? – კითხვის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ამბობს, რომ – არა. – ერთ რამეს გეტყვით ახლა: ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ […]
რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა
“მწვანე ალტერნატივა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ვარლამ გოლეთიანთან თანამშრომლობას წყვეტენ
“მწვანე ალტერნატივა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” რიონის ხეობის მცველებთან თანამშრომლობას წყვეტენ. მიზეზი ვარლამ გოლეთიანისა და ხეობის სხვა მცველების გადაწყვეტილებაა, – შეერთებოდნენ რადიკალური, პროპუტინისტური დაჯგუფებების ძალადობრივ აქციას. არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ. ‘მწვანე ალტერნატივა” და “სოციალური […]
ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტში მასშტაბით, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს. რა რაოდენობის ზარალია და მოხდება თუ არა ანაზღაურება, ჯერ კიდევ უცნობია. სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ინფორმაცია დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ სწორი არ არის
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, გუშინ, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ “რუსთავი2”-ს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განუმარტეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე წუთის წინ, “ფეისბუქის” გვერდზე გააზიარეს ვინმე ხატია ახალაიას პოსტი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ. პოსტის ავტორმა მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა, თუმცა ამბავი სოციალურ ქსელში […]
მედიის მხარდამჭერ აქციას კახეთშიც შეუერთდნენ
„სოლიდარობა ჟურნალისტებს”, სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს” – მედიის მხარდამჭერ აქციას კახეთშიც შეუერთდნენ. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები თელავში შეიკრიბნენ და 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული ძალადობა მდუმარე აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა. ისინი მომხდარზე დროულად რეაგირებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. იპნ
პრაიდის მოწინააღმდეგეები მის ოფისში აივნიდან გადაძვრნენ
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ახვლედიანის ქუჩაზე, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრას აივნებიდან ცდილობს. ცოტა ხნის წინ მათ ოფისზე განთავსებული, ლგბტ დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან. ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.










