გუშინ მტკვარში ჩავარდნილი 14 წლის გოგონა 36 წლის შოთა ქარსელაძემ გადაარჩინა, მაგრამ თავად დაიღუპა, რადგან ცურვა არ იცოდა და მტკვრიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. შოთა ქარსელაძე დიდ დიღომში ცხოვრობდა. აი, რა დაწერა მისმა მეზობელმა დიმიტრი კევლიშვილმა ფეისბუქში: “გუშინ ღამით ხმაურზე ეზოში ჩასულმა რომ გავიგე, შოთა გარდაიცვალაო, სანამ მისი სიკვდილის მიზეზს გავიგებდი, ელდანაცემმა ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი, რაღაც […]
კატეგორია: საზოგადოება
საპატრიარქო პრაიდის კვირეულზე – “მიუღებელია საელჩოთა და ევროპარლამენტარების მკვეთრი ჩარევა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში”
საქართველოს საპატრიარქო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მრევლს პრაიდის გასაპროტესტებლად შეკრებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია უცხოელი დიპლომატების მხარდამჭერი განცხადებები პრაიდის მიმართ. “იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა […]
ხვალ საქართველოში მაგრად იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისს დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
თამარ გაბუნია – “სინოფარმის რეგისტრაციის პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო, რის გამოც მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან. როგორც მან „ინტერპრესნიუსთნ“ საუბრისას განაცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. „გვქონდა მოლოდინი, რომ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვა. […]
დიდ დიღომში 186-ე სკოლის ახალ კორპუსს კედლები დაუზიანდა
სკოლა, რომლის მშენებლობაშიც განათლების სამინისტრომ 21,445,882 ლარი დახარჯა, ისევ სარემონტოა. დიდ დიღომში აშენებული 186-ე სკოლის ახალი კორპუსის პრობლემები არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორმა” შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მშენებლობა შარშან დასრულდა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან,რამდენიმე თვეში, ახალაშენებულ შენობას კედლები დაუზიანდა. სააგენტომ GWP-ისგან წინასწარ იცოდა, რომ სკოლის ტერიტორიაზე წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მონტაჟი იყო საჭირო, თუმცა სამუშაოები საპროექტო დავალებაში არ შეიტანა. სამუშაოები კომპანია […]
მოქალაქეები სინოფარმზე ვერ რეგისტრირდებიან – booking.moh.gov.ge გათიშულია
დღეს, 3 ივლისს 12:00 საათიდან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კოვიდსაწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ დროისთვის პორტალი გათიშულია და მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი ითიშება. ასეთი შემთხვევა მოხდა, მაისის დასაწყისშიც. მთავარი
მამა შალვა კეკელია ლგბტ თემს – “უკან დამხევი აღარ ვარ, რუსთაველზე ქადაგების უფლებას არ მოგცემთ”
„მე უკან დამხევი აღარა ვარ, მე ერს არ გაგარყვნევინებთ, მე ერს არ გაგანადგურებინებთ, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება, მე ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. მე მინდა, რომ ჩემი შვილები ამ ქვეყანაში გავზარდო, სადაც ღირებულებების და ფასეულობების ქვეყანაა.”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „ჩვენ არ ვართ ძალადობის მომხრე, როგორ შეიძლება […]
ღარიბაშვილი – “მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოშია, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება”
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. „მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ […]
26 წლის დავით ჭიპაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
26 წლის დავით ჭიპაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას რბილი ქსოვილის ავთვისებიანი სარკომის ფართომასშტაბიანი რეზექციისთვის თურქეთში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 85.000 ამერიკული დოლარია. თანხის შესაგროვებლად მცირე დროა, ოპერაცია დღეში უნდა გაკეთდეს. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ. საქართველოს ბანკი: GE11BG0000000162629357. თბს ბანკი: GE02TB7285736515100024. მიმღები: სალომე სვიანაძე. “#გადაარჩინე #ჭიპა ყველაზე პოზიტიური, ღიმილა ადამიანი – დავით ჭიპაშვილი, ზოგისთვის ცნობილი, როგორც დათო […]
მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდა
მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლაში, გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა. როგორც EDU.ARIS.GE- წერს, გოგონას დახმარება შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. აბიტურიენტი ცუდად უჰაერობის გამო გახდა. ექიმებმა სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს და გადაწყდა, რომ გოგონა ტესტზე მუშაობას გააგრძელებს. მსგავსი სიტუაციის დროს აბიტურიენტს საგამოცდო დროსაც უმატებენ. დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა […]










