26 წლის დავით ჭიპაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას რბილი ქსოვილის ავთვისებიანი სარკომის ფართომასშტაბიანი რეზექციისთვის თურქეთში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 85.000 ამერიკული დოლარია. თანხის შესაგროვებლად მცირე დროა, ოპერაცია დღეში უნდა გაკეთდეს. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ. საქართველოს ბანკი: GE11BG0000000162629357. თბს ბანკი: GE02TB7285736515100024. მიმღები: სალომე სვიანაძე. “#გადაარჩინე #ჭიპა ყველაზე პოზიტიური, ღიმილა ადამიანი – დავით ჭიპაშვილი, ზოგისთვის ცნობილი, როგორც დათო […]
კატეგორია: საზოგადოება
მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდა
მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლაში, გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა. როგორც EDU.ARIS.GE- წერს, გოგონას დახმარება შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. აბიტურიენტი ცუდად უჰაერობის გამო გახდა. ექიმებმა სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს და გადაწყდა, რომ გოგონა ტესტზე მუშაობას გააგრძელებს. მსგავსი სიტუაციის დროს აბიტურიენტს საგამოცდო დროსაც უმატებენ. დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა […]
“გვანცუშკები, შენი საქმე არ არის, მე სად წავალ და სად მოვალ” – პაატა შავაძე გვანცა წულუკიძეს
უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე 1 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესზე მესამედ არ გამოცხადდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კომენტარებში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) წევრი, გვანცა წულუკიძე გამოეხმაურა და დაწერა: “მესამედ არ მივიდა და თუ არ უნდა კი თქვას”. წულუკიძის კომენტარი შავაძისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პირად შეტყობინებაში ხმოვანი კომენტარი გაუგზავნა: “გვანცუშკები გვანცუშკები როგორ […]
“მოულოდნელად მკვეთრად დამძიმდა” – 42 წლის ექიმი სოფიო შინჯიაშვილი მისსავე კლინიკაში გარდაიცვალა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი კოვიდით გარდაიცვალა. როგორც “პრაიმტაიმს” საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ვირუსის აგრესიული ფორმა გახდა. ინფიცირებულ მედიკოსს თანმდევ დაავადებებად ფილტვის ქრონიკული დაავადება და ჭარბი წონა აღენიშნებოდა. “სამწუხაროდ, კოვიდინფექციით კლინიკის ექიმი დაიღუპა, სად დაინფიცირდა, უცნობია. სტაბილურად იყო, ბინის პირობებში მკურნალობდა, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად დამძიმდა და ჩვენსავე კლინიკაში განთავსდა. ვირუსი ძალიან აგრესიულად პროგრესირებდა და სამწუხაროდ, […]
თამარ ჩერგოლეიშვილი – “გია კორკოტაშვილს ქუჩაში გამოსვლას ავუკრძალავდი, მაგრამ…”
ტვ პირველი ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა და მაგალითად გია კორკოტაშვილი მოიყვანა. – ჩემი მოწონებით რომ მივუდგეთ, პირველ რიგში კორკოტას ავუკრძალავდი გარეთ გამოსვლას, მაგრამ ხომ არ ვუდგები ასე, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ კორკოტაც ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი საზიზღარი, უმსგავსი აზრები და ჩვენ მოგვიწევს ამასთან შეგუება – […]
გიორგი კვირიკაშვილი ვულკანიზაციაში – ვიდეო
გიორგი ღოღობერიძე – “ჩემს ზეწარს გაუჩნდა ცეცხლი. გამაღვიძეს კვამლში…”
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ბავშვობას იხსენებს. მისივე თქმით, მას ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ჰქონია. „ბავშვობა ძალიან რთული მქონდა. რთული იმიტომ, რომ სულ ავად ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სახლში ყველა კარადაში რაღაც წამალი იდო. ასე იყო დედაჩემიც. ჩვენ გავიზარდეთ ავადმყოფობაში. სულ რაღაცა გვჭირდა ხოლმე… ზამთარი იყო და საძინებელში გვედგა გამათბობელი. ხანძარი გაჩნდა, სადაც […]
“მარგებელი ჰოლდინგის” დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი გარდაიცვალა
“მარგებელი ჰოლდინგის” დამფუძნებელი, ავთანდილ სვიმონიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კომპანია “ნაბეღლავი” ავრცელებს. “დიდი გულისტკივილით გიზიარებთ მარგებელი ჰოლდინგის დამფუძნებლის, გენერალური დირექტორისა და ჩვენი დიდი ოჯახისთვის უძვირფასესი ადამიანის, ავთანდილ სვიმონიშვილის, გარდაცვალების ამბავს. ავთანდილ სვიმონიშვილი იყო გამორჩეული პიროვნება, რომლის განსაკუთრებულ სითბოს, სიყვარულსა და მხარდაჭერას კომპანიის დაარსების დღიდან ყველა ჩვენგანი გრძნობს. ის არაფერს იშურებდა ჩვენი ოჯახის თითოეული წარმომადგენლისთვის და ყოველთვის […]
21 წლის თორნიკე სალუქვაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
21 წლის თორნიკე სალუქვაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას მძიმე დიაგნოზი – სპინალური კუნთოვანი ატროფია დაუდგინდა. ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: საქ. ბანკი #GE78BG0000000813170000 TBC ბანკი #GE52TB7976745068100005 მიმღები : თამარ გუჯაბიძე #თორნიკესთვის რუსთავი 2
რესპუბლიკურში ასტრაზენეკას 700 ვაქცინა გაუფუჭდათ
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინები გაუფუჭდათ. 700 დოზა ვაქცინა გადასაყრელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. ვაქცინების გაფუჭების მიზეზი ის მაცივრებია, სადაც ვაქცინა ინახება. მაცივრებს ტემპერატურის რეგულირების რეჟიმი აერია. არ არის გამორიცხული, ამ ვაქცინებით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.










