“გვანცუშკები, შენი საქმე არ არის, მე სად წავალ და სად მოვალ” – პაატა შავაძე გვანცა წულუკიძეს

"გვანცუშკები, შენი საქმე არ არის, მე სად წავალ და სად მოვალ" - პაატა შავაძე გვანცა წულუკიძესუზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე 1 ივლისს  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესზე მესამედ არ გამოცხადდა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კომენტარებში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) წევრი, გვანცა წულუკიძე გამოეხმაურა და დაწერა: “მესამედ არ მივიდა და თუ არ უნდა კი თქვას”.

წულუკიძის კომენტარი შავაძისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პირად შეტყობინებაში ხმოვანი კომენტარი გაუგზავნა:

“გვანცუშკები გვანცუშკები როგორ ხარ? ბოდიში, რომ შენ ვერ შეგითანხმე, მე მოვდივარ არ მოვდივარ. მესამედ არ მოვედი, მეოთხედ არ მოვედი. სად მუშაობ? დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი, თუ რაღაც გიწერია ხო.

აწი შეგათანხმებ, როცა ვერ ჩამოვალ ან სადმე თუ მივდივარ ან არ მოვდივარ, შეგათანხმებ და აუცილებლად შეგატყობინებ მე სად მივდივარ სად მოვდივარ, რომელ კონკურსზე გამოვცხადდები და რომელზე არა. იმიტომ რომ შენ ხო საქმე არაფერი გაქვს, ეგეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავთ რაღაცებს.

ბოდიში, რომ მე ვერ შეგატყობინე შენ და შენს დამქაშებს, ენჯეოშნიკებს, რომ ვერ მოვდიოდი და შენი საქმე არ არის მე სად წავალ და სად მოვალ, გამიგე ქალბატონო, შემდეგში გაითვალისწინე და სხვებზე იქირქილე რა, შენი საქირქილო არაფერი არ მაქვს მე” – მიმართა პაატა შავაძემ გვანცა წულუკიძეს.

ნიუპოსტი