აშშ ბავშვების კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველი კვარტლისთვის დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევაში საჭირო იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში გაკეთდება. მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ 6 თვეა, თუმცა სავარაუდოდ, გაცილებით მეტია. […]
კატეგორია: საზოგადოება
32 წლის გიორგი ფარეშიშვილს დახმარება სჭირდება
32 წლის გიორგი ფარეშიშვილს დახმარება სჭირდება. 6 მაისს მას აგრესიული ფორმის ლეიკემია დაუდგინდა. ის მკურნალობის კურსს სტამბოლში გადის. გიორგი ფარეშიშვილის მეგობრებმა სპეციალური კამპანია დაიწყეს, სადაც დახმარების მსურველებს, შეუძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხონ: “საქართველოს ბანკი” მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა მიმღების ანგარიშის ნომერი (ლარი): #GE23BG0000000128547900 მიმღების ანგარიშის ნომერი (დოლარი, ევრო): #GE83BG0000000499094095 თიბისი ბანკი” #TBC მიმღების სახელი: […]
“ქურდებს სიცოცხლე” – წარწერა 51-ე სკოლაში
“ქურდებს სიცოცხლე” – მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს. “Жизнь ворам” – ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა. ტვ პირველი მანდატურის სამსახურის დაუკავშირდა, თუმცა უწყება ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია მხოლოდ ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების […]
“გერმანიაში დაგვპირდნენ საათში 9,5 ევროს, გვაძლევენ 3-ს” – ქართველი მუშები გერმანიაში მოატყუეს
გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები ყურადღებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. დასაქმებულები ფორმულანიუსთან ყვებიან, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. “არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა. რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღეს. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, […]
ონისე წულაია პირველი ქართველია, ვინც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა
თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ონისე წულაია პირველი ქართველია, ვინც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა და აშშ-ში კორპორაციული სამართლის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს. ონისე წულაია დღეს ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Service-ში უფროს იურისტად მუშაობს. რუსთავი 2
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ნინოწმინდაში დაფიქსირდა. “დღეს, თბილისის დროით 06:19 საათზე, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკასთან 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა იკრძალება
“ტყითსარგებლობის ახალი წესის” მიხედით, საშეშე მასალა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში განთავსებულ ე.წ. “საქმიან ეზოებში” გაიყიდება. ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.
“ეს დაავადება მგუდავს… შეიძლება დღეს ღამე დავიღუპო და გამაშუქოთ“ – მამა სერაფიმე
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე გადაცემაში „ნოესთან“ იყო მიწვეული. მან ჯანმრთელობაზეც ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა თქვა, ის საკმაოდ მძიმე დაავადებას ებრძვის. „ამ დაავადებას შევეგუე. ეს საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროებაა, რომელიც ზოგჯერ მგუდავს, არ მაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები. ბევრჯერ გამღვიძებია იმის გამო, რომ ნერწყვი ვერ გადამიყლაპავს და ვიგუდებოდი. 3 თვე-ნახევარში 18 კილოგრამი დავიკელი. ეს ზუსტად […]
“მოსალოდნელია თელ ავივზე და სხვა ქალაქებზე თავდასხმა!” – ისრაელში საქართველოს საელჩოს გაფრთხილება
საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, არ გაჩერდნენ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია. „ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია. ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, […]
გურჯაანში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი სახლში მივიდა
ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, გურჯაანის სოფელ ზიარში, მამა-შვილი სახლში დაბრუნდა. როგორც მანამდე ადგილობრივებმა “მთავარ არხს” უთხრეს, ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.










