ტვ პირველში ეკა მიშველაძის გადაცემა “პოლიტიკურ პარასკევში” ანა დოლიძემ სკანდალი მოაწყო. ანა დოლიძემ თქვა, რომ ის ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიწაზე სალაპარაკოდ მოვიდა, რაზეც ეკა მიშველაძემ უთხრა, რომ მიწაზეც იქნებოდა საუბარი. საქმის გარჩევა სწორედ აქედან დაიწყო. ანა დოლიძე: მიწა ც არ არის, ეკა, ამაშიც არის საქმე, ც არის მიწა? მე არ ვფიქრობ, რომ ასეულობით ჰექტარი მიწა არის […]
კატეგორია: საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების […]
„არ გვაქვს უფლება, გავაჟღეროთ, როდის იქნება ფაიზერი საქართველოში“ – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ფაიზერთან კონფიდეციალურობის ხელშეკრულება აქვთ დადებული, რის გამოც ვერ იტყვის, როდის ჩამოვა ვაქცინები საქართველოში. “როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ორივე მხარის ინტერესი. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაჟღეროთ, როდის იქნება ფაიზერი ზუსტად საქართველოში. თუმცა გუშინდელი განცხადების შედეგად, მოსახლეობის სრულმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ზაფხულში აუცილებლად გვექნება […]
თბილისის სასტუმროში გუშინ ღამის 2 საათზე ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი გარდაიცვალა
ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი საქართველოში გარდაიცვალა. 55 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, გულის გაჩერება გახდა. ინფორმაცია დაადასტურეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სტუდია “ყაზახფილმში”. ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, აბდრაიმოვი ღამის 2 საათზე, თბილისში, სასტუმროში გარდაიცვალა. მსახიობი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში 16 მაისიდან იმყოფებოდა. გუშინ, 20 მაისს, მან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო ფილმის გადაღებიდან […]
ჯო ბაიდენმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის 2 ქართველ კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის […]
რატომ უბუჟდებათ სხეულის ცალკეული ნაწილები სინოფარმით აცრილებს?
„სინოფარმით“ ვაქცინირებული რამდენიმე ადამიანი აცხადებს, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუბუჟდათ. თუმცა საგულისხმოა, რომ ბარათზე, სადაც ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენებია მითითებული, დაბუჟება ჩამონათვალში არ არის. აკადემიკოსი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ Sinopharm-ის ვაქცინას დაბუჟება არ ახასიათებს და ეს მისი სიმპტომი არ არის. გოფოძე იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი სიმპტომი გამოუვლინდათ, იმ კლინიკაში მისვლას […]
კრემლის სპეცსამსახურების ჰაკერები ისევ სანქციებით დასაჯეს
ევროკავშირის საბჭომ იმ კიბერ შეტევების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირს ან მასში შემავალ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის, სანქციების მექანიზმი გაახანგრძლივა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი გლობალური, ღია, მშვიდობიანი და დაცული კიბერ სივრცის მხარდასაჭერად იდგმება. ეს სანქციები უკვე მოქმედებს 8 ფიზიკური პირისა და 4 კომპანიის წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე კიბერ დამნაშავეებისთვის შესვლის კრძალავს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებში, […]
“აცრიდან მე-5 დღესაც შეიძლება დაგემართოთ კოვიდი” – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შეიძლება აცრის შემდეგ და რისგან უნდა შეიკავოს ვაქცინირებულმა ადამიანმა თავი. შეიძლება ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ? “ალკოჰოლი ვაქცინამდე და ვაქცინის შემდგომ 2 ჭიქა შეიძლება. რაც შეეხება თრობას ეს არ შეიძლება, რადგან ძლიერი თრობის დროს იმუნიტეტი სუსტდება და ანტისხეულების გამოყოფა შემცირდება, ვაქცინაცია კი თავის მიზანს ვერ შეასრულებს.” შეიძლება, თუ არა ვაქცინაციის შემდეგ […]
53 წლის პაპუნა მებონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
53 წლის პაპუნა მებონიას მძიმე დიაგნოზი – დიფუზური მსხვილუჯრედული ლიმფომა დაუდგინდა. თანამედროვე მართვის ალგორითმის სქემიდან გამომდინარე სასწრაფოდ აუტოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება, რაც ითვალისწინებს ქიმიოთერაპიის ჩატარებას, შემდგომი აუტოლოგიური ტრანსპლანტაციით. ოჯახმა ყველანაირი რესურსი ამოწურა და ახლა საზოგადოების დახმარების იმედად არიან დარჩენილები. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშის ნომრებზე: TBC საბანკო კოდი TBCBGE22 – ანგარიშ ნომერი: GE14TB7094045064300035 საქართველოს […]
თეა წულუკიანი – “ნიკა გვარამია ყველაფერჩიკია, მაგრამ მე ასეთი არ ვარ…”
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით არის დამაგრებული. – ბატონი ნიკა გვარამია ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე როდესაც ვნახე მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ […]










