სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა, – შესახებ ინფორმაციას სააგენტო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების […]
კატეგორია: საზოგადოება
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დროებით დაიკეტა – 4 სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში 4 სასულიერო პირს დაუდასტურდა covid -19, მათ შორის, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს. ინფიცირებული სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით, კორონავირუსი წინამძღვართან ერთად დაუდასტურდა ამავე ტაძრის კიდევ ორ სასულიერო პირს. რამდენიმე დღის წინ კი covid – 19 დაუდგინდა ფერიის მთაზე მშენებარე მონასტერში მცხოვრებ ბერს. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა […]
თამაზ მეტრეველმა მანქანა ააწყო და ცოლის სახელი დაარქვა – “ელენა” 30 წლის შემდეგაც დადის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტომანქანების ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა საკუთარი დიზაინით ხელნაკეთი მანქანა ააწყო, რომელსაც თავისი მეუღლის სახელი ,,ელენა“ დაარქვა. ხელოსნის მეუღლე, ელენე ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ერთად გააკეთეს, დღეს კი მანქანა, რომელიც თელავის ქუჩებში დადის ქართველების და უცხოელების დიდ ინტერესს და მოწონებას იწვევს. თამაზ მეტრეველმა მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო და ორი წლის […]
პაატა სალია – “მაია ასათიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, პროფილი მან თვითონ დახურა”
მაია ასათიანის განცხადებას პროფილის დახურვის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა: “თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – “პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, […]
ვაშლიჯვრის ფერდობის გამაგრება დაიწყება
თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონა ყოველდღიურად უფრო მეტი დაკვირვების ქვეშ ექცევა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტები გაყოფილი მთის კალთებზე განვითარებადი მოვლენების აღრიცხვას ხელთ არსებული ყველა ტექნოლოგიით ცდილობენ. დამოუკიდებელმა გეოლოგებმა სავარაუდო რისკები უკვე განსაზღვრეს. გეოდეზიური კვლევის შედეგების მიხედვით, მეწყრული სხეულის მასის მოცულობა პირველად მონაცემებზე მეტია და ვაშლიჯვარში მთის ბევრად დიდი ნაწილია დაძრული. კვლევის შედეგებსა და ახლად გამოვლენილ […]
საქართველოში პფაიზერით აცრა 30 მარტიდან დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პფაიზერის ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. “საქართველოში პფაიზერის ვაქცინის 29.250 დოზა შემოვიდა. მე მინდა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა, ვინც ვაქცინის მიღებაში დაგვეხმარა. დღეს საღამოდან პფაიზერის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის. პფაიზერის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. […]
ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა, 2 წლის მერე ფეხზე გავლა შეძლო – ვიდეო
კოვიდ ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის
“შესაძლოა ვაქცინის 100 დოზა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის გამოვყოთ, რომ ამ პროცესმა საზოგადოებაში მეტი ნდობა გამოიწვიოს” – ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომელიც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გაახმოვანა. “შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა. დავუშვათ, შეიკრიბეთ და გვირჩიეთ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით […]
“საქართველოში დაიწყება მალე მესამე ტალღა, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე” – თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყება მალე, თუ მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე. ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას, „თუ ამ ტემპებით გაგრძელდება ვაქცინაცია, როდისთვის ვარაუდობთ მესამე ტალღას“. „ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, […]
„არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს, დაგიქნევთ ყველას” – დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო. ამჯერად მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე […]










