დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში – სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შორის მიმდინარე შეხვედრისას, ადგილზე მრევლის ნაწილი შეიკრიბა, მათ ნაწილს შეხვედრაზე შესვლა უნდოდამ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მოულოდნელად მეორე სართული ჩაინგრა. არიან დაშავებულები. https://www.newposts.ge/img/photos2/fr_1615209653364726.mp4
კატეგორია: საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი – “ბერას ირაკლი ღარიბაშვილი ქოლგით დაჰყვებოდა”
ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა, – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” იხსენებს. მან 2011 წელი და გადაცემის ჩაწერა გაიხსენა, როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გახმაურებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ბერასთან ინტერვიუს “ნანუკას შოუსთვის” წერდა. ამბობს, რომ მაშინ, ბერას პროდიუსერი და შემდეგ უკვე პირადი ასისტენტი, დღევანდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი […]
გიორგიმ ფხაკაძე _ “თამარ გაბუნია შეიძლება დაიჭირონ და ყველაფერი მას შეაწმინდონ”
არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შესახებ განაცხადა. „ქალბატონი გაბუნია, მინისტრის მოადგილე კარგი გოგოა. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიცოდი, რომ განათლებული იყო. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას და არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი. რას უზამენ […]
„ბერას კრიტიკის შემდეგ ჩემს მულს ვიღაც ბიჭი მანქანაში შეუვარდა და აშინებდა“ – ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ ბერას კრიტიკის გამო მის მულსაც აშანტაჟებდნენ. “ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა და ელოდებოდა წითელზე, შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი, იგინებოდა, გაურკვეველ რაღაცებს აკეთებდა, აშინებდა”. – ამბობს რაჭველიშვილი ტვ.პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია და “დაინახა თუ არა რაც ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან”. […]
“შეგვეძლო ყველა დაგვებრიდა იქ… სკოლაში ჩაფსმული მივა…” – ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერი
დიდი სკანდალი – “ნოდარ მელაძის შაბათი” ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შოკისმომგვრელ ჩანაწერს ასაჯაროვებს. ტვ პირველის შაბათის სიუჟეტის ანონსიდან ვიგებთ, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას იმის გამო უკვეთავს, რომ მათი კომენტარები არ მოეწონა. ირკვევა, რომ მანქანებით, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ბერას შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს და სამაგალითოდ სჯიან. “სკოლაში ჩაფსმული მივა” – […]
პაატა სალია რუსთავი 2-დან ჟურნალისტებს უშვებს – რა ხდება ტელეკომპანიაში
ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტაბულას მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალია აწერს ხელს, რეორგანიზაციის მიზეზად “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა” დასახელებული. სტრუქტურული რეორგანიზაცია კომპანიაში დასაქმებული “ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც” გულისხმობს, რაც თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. “10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს […]
მაგისტრალებზე 130 კმ/სთ სიჩქარით ვიმოძრაოთ – ფრიდონ ინჯია
“ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს რამდენიმე კითხვით მიმართა. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მაგისტრალზე შესაძლებელია უნდა იყოს სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდა: „საცობებმა წაიღო საქართველო, პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს 130 კილომეტრ საათამდე“, […]
ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში – თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფაიზერის მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება ასტრაზენეკას, მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი. “წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა ფაიზერის მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები, ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით . UNICEF-მა უკვე მიიღო დასტური ასტრაზენეკასგან პირველი დოზების მიწოდებაზე ანუ […]
სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კოვიდზე აცრეს
სან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ექსპერიმენტული ვაქცინით პრიმატების აცრა დაიწყეს. ვაქცინის 2-2 დოზა სულ 9 ცხოველს გაუკეთეს. პრეპარატი ვეტერინარულმა ფარმაცევტულმა კომპანია ზოეტისმა შექმნა. ზოოპარკის ბინადარი 8 გორილა პირველი იყო თავის სახეობაში, რომელთაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ერთ-ერთი ვაქცინირებული პრიმატი, კრაენი მსოფლიოში პირველი ორგანგუტანი იყო, რომელსაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა 1994 წელს. ზოოპარკის პერსონალის თქმით, ცხოველებს არ გამოვლენიათ ვაქცინაციის […]
ვის შეუწყდება დღეს წყალი თბილისში – ჯუფ-ის განცხადება
ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა,- ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დღეს განხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან […]










