სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კოვიდზე აცრეს

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კოვიდზე აცრესსან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ექსპერიმენტული ვაქცინით პრიმატების აცრა დაიწყეს.

ვაქცინის 2-2 დოზა სულ 9 ცხოველს გაუკეთეს. პრეპარატი ვეტერინარულმა ფარმაცევტულმა კომპანია ზოეტისმა შექმნა.

ზოოპარკის ბინადარი 8 გორილა პირველი იყო თავის სახეობაში, რომელთაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ერთ-ერთი ვაქცინირებული პრიმატი, კრაენი მსოფლიოში პირველი ორგანგუტანი იყო, რომელსაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა 1994 წელს.

ზოოპარკის პერსონალის თქმით, ცხოველებს არ გამოვლენიათ ვაქცინაციის შემდეგ რაიმე გვერდითი ეფექტი და მალე მათ ანტისხეულებზე შეამოწმებენ იმის გასაგებად, წარმატებული იყო თუ არა ექსპერიმენტული ვაქცინა.

დაავადება ზოოპარკების სხვა ბინადრებსაც დაუდასტურდათ. მათ შორის, ბრონქსის ზოოპარკის ლომებსა და ვეფხვებს და ბარსელონას ზოოპარკის ლომებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადასტურდა შინაური ცხოველებისთვის გადადების რამდენიმე შემთხვევა.

ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად გასული წლის ოქტომბერში აღიარეს, თუმცა მიმდინარე წლის თებერვლამდე პრეპარატი სხვა ცხოველებზე არ გაუტესტავთ.

ნეტგაზეტი