საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კატეგორია: საზოგადოება
მეუფე პეტრე ცაავა -„ჩემი მსხვერპლი აუცილებლად გახდება მიზეზი ერის გამოღვიძების“
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა წმინდა სინოდის მიერ მის შესაძლო განკვეთას ეხმაურება და აცხადებს, რომ საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს, რამდენად ფასადური ორგანოა სინოდი. “ჩემს თავს გამოვუტანე განაჩენი, რომ სიკვდილამდე ვიბრძოლო ეკლესიაში არსებული უწმინდურობის, უკანონობის წინააღმდეგ. ამის გამო […]
მეუფე იაკობი – “მეუფე პეტრე იქნება განკვეთილი, ვერსად დამემალება!”
ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი აცხადებს, რომ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა თავისი ქმედებებით თავისთავს განაჩენი გამოუტანა: “მეუფე პეტრემ თავისთავს განაჩენი გამოუტანა, იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენზე, როგორც პასუხს აგებენ ცილისწამებებზე პირადად მე, ვერსად ვერ დამემალება ვერც მაგი და ვერც კიდე ვინც მაგის ხელშემწყობია. ეჭვი მიჩნდება რა, სულ სხვებზეც რომ ლაპარაკობს, მაგ […]
ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უწინამძღვრებს, მეუფე გრიგოლი კი წალკას უბრუნდება
წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება, მის ნაცვლად კი, ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ სინოდის სხდომის ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, ინფორმაცია მედიას თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა დაუდასტურა. კითხვაზე, არის თუ არა მეუფე სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება […]
გერმანიაში მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვალს იწყება – რა საბუთებია საჭირო სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მოსახვედრად
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. “გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის […]
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა
92 წლის ასაკში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს. „ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა. ბატონი თამაზი იყო საქართველოს მეცნიერებათა […]
გორის მერია თანამშრომლებისთვის ლურჯი ფერის ტანსაცმლს ყიდულობს
გორის მერია სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ლურჯი ფერის ტანსაცმელს ყიდულობს. ამის შესახებ ტენდერი გამოაცხადეს. დოკუმენტაციის მიხედვით, დაახლოებით 7 ათას ლარად გათვალისწინებულია, როგორც ლურჯი ფერის კეპები, ასევე ლურჯი საქარე ქურთუკები,ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკები და საწვიმარი ლაბადები. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, ჩექმებიც ლურჯი ფერის იქნება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 14 თებერვალს გამოვლინდება. გორის მერიაში 9 სტრუქტურული ერთეული შედის, ესენია: ა) […]
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 3.306 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.
“ვაჟა სირაძემ მუქარები შეინახოს თავისთვის, მისი არავის არ ეშინია” – ნოდო რუხაძე
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, “დაუმორჩილებლობის” მარშის მონაწილეების მხრიდან ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების გატარებას აანონსებს და აქტივისტებს აფრთხილებს. აქტივისტის, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ “დაუმორჩილებლობის მარში” შედგა და დასრულდა დედაენის ბაღში, სადაც აქტივისტები პროტესტს გააგრძელებენ და ღამეს გაათევენ. მისივე თქმით, ვაჟა სირაძემ მუქარები “თავისთვის შეინახოს”.”ვაჟა სირაძე არის ცნობილი ლუზერი, ეს ადამიანი პირადად მე […]
ბიძინა კულუმბეგოვი – „საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ“
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. „რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის […]










