კატეგორია: საზოგადოება

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში, 5,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და მიმდებარე რეგიონებში. “დღეს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ეპიცენტრი ერევნიდან 91 კილომეტრის დაშორებით, […]

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს. “გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის. გოგა ოსეფაშვილი ფლობდა არაერთ ჯილდოსა და ტიტულს, მათ შორის, 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტროსადგური “გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

„300 არაგველზე“ ევაკუაციის შემდეგ მგზავრების შეშვება განახლდა

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს […]

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

"მოქალაქეობა", ,,თავდაცვა და უსაფრთხოება“ - სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგნები შემოდის

 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას“, – განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალუტი ტრანსპორტი ამოქმედდება და ბაზრობების მუშაობა განახლდება.

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება

რუსთავს და თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება. „დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ წესები დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დიტო სამხარაძე – “ნიკა გვარამია-ქათამს მე არ ვუპასუხებ”

დიტო სამხარაძე - "ნიკა გვარამია-ქათამს მე არ ვუპასუხებ"

“ქართული ოცნების” წევრები დღეს, 3 თებერვალს მათივე თანაგუნდელის, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამართლებას ცდილობდნენ. განსაკუთრებული აგრესიით ისევ გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ნიკა გვარამიას შეურცხყოფას აგრძელებს. “ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამია ქათამს მე არ ვუპასუხებ, ამიტომ ნუ მაწუხებთ ძალიან გთხოვთ, თქვენ ხართ ნიკა […]

თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს. “15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო […]

ივერი მელაშვილს თავს ბაქარ ადამია დაესხა

ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ - ვიდეო

ახალგაზრდა, რომელმაც “ალტა ოქეის” მაღაზიაში ივერ მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა, ბაქარ ადამიაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს. “მთავარის” ინფორმაციით, ადამია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია. “ალტა ოქეიში” კი დებოშს პასუხი არავინ გასცა და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვითარების განმუხტვა არც იქვე მყოფ მენეჯერს და არც დაცვა უცდია. მთავარი

“მოსწავლეებმა ტუალეტის დასუფთავება გაითამაშეს” – მშობლებმა პოზიცია შეცვალეს

ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს - ვიდეო

მერიისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა რადიკალურად შეცვალეს მათი პოზიცია და აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს. “ჩვენი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს – ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, […]

“ნახვამდის, ძმაო!” – თემურ წიკლაური გარდაიცვალა

"ნახვამდის, ძმაო!" - თემურ წიკლაური გარდაიცვალა

დიდხნიანი ბრძოლის მიუხედავად, მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა – არტისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. სერგო ედიშერაშვილმა ფეისბუქში მისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “ნახვამდის ძმაო(((” თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მისი გარდაცვალების შესახებ ბოლო პერიოდში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ […]