დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობას აღნიშნავს. პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაანონსებული იყო, რომ მრევლი პატრიარქის წერილს მსახურების დროს გაეცნობოდა, ეს ასე არ მომხდარა. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდება. რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, უცნობია. საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელი მამა გურამი “კურიერთან” […]
კატეგორია: საზოგადოება
ნინო ანანიაშვილი რუსეთში მიდის – რა კავშირი აქვს ამას გრიგოლ ვაშაძის ნაცმოძრაობიდან წასვლასთან
ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. როგორც ნინო ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიმართ „შემოტევა იქნება“, რისთვისაც მზად არის. ანანიაშვილის განმარტებით, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელადაც რჩება. პრიმა ბალერინას თქმით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობის შესახებ, გრიგოლ ვაშაძეს „სულაც არ გახარებია“. „ძალიან რთული […]
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის თამარ ჟღენტი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის თამარ ჟღენტი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკა ბაუ-ში მკურნალობდა. “პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა უკვე გართულებულ მდგომარეობაში. ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. რამდენიმე დღეში გაურთულდა მდგომარეობა და 26 დეკემბერს მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,“ – აცხადებენ კლინიკა ბაუ-ში. კლინიკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაუ-ს ექიმები ყოველდღიურად […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 6 იანვარს მიწისძვრა მოხდა. ის თბილისის დროით 02:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი მამიშლარი იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა. ამ დროის ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ინფო რუსთავი
“გორში ზურაბ დუღაძის გარდაცვალება შორენა ბლიაძის არასწორი მკურნალობის შედეგია” – რა მოხდა გორმედში
,,გორმედში” 52 წლის მამაკაცი, ზურაბ დუღაძე გარდაიცვალა. ქართლის ცნობით, ამის გამო, დღეს დილით, კლინიკის შესასვლელში ხმაური იყო. დუღაძის ოჯახი, მამაკაცის გარდაცვალებაში კლინიკა “გორმედის” ექიმებს ადანაშაულებს. ისინი თვლიან, რომ მედიკოსებმა პაციენტი ხელოვნურად დაამძიმეს და მას მოგვიანებით, ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. მამაკაცი კლინიკაში დაბალი ტემპერატურით შეიყვანეს, ის კოვიდ გადატანილი იყო და ფილტვების პნევმონია ჰქონდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მას […]
“ვიცით, მაგრამ არ გეტყვით” – იმნაძე მალავს რომელი ქვეყნიდან შემოვიდა კოვიდის ახალი შტამი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსის ახალი შტამი პასუხობს, რომ არ ეტვის არავის. “ვიცით, მაგრამ არ გეტყვით”, – ამბობს იმნაძე. იმნაძემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან კონტაქტი არ ჰქონია. იმნაძე ასევე საგულდაგულოდ მალავს რამდენი პირი იმყოფება იზოლაციაში Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ. შეგახსნებთ, რომ საქართველოში […]
საპატრიარქოს მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები ესტუმრნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2021 წლის 3 იანვარს საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის. “პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის […]
“ამ სიხარულს ვერ აღვწერ” – თორნიკე ნინიკაშვილმა ფულით გამოტენილი საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა
თორნიკე ნინიკაშვილმა ქუჩაში საფულე იპოვა და ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა: “ქუჩაში ვნახე, იქნებ როგორმე მივაკვლიოთ, ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული.” მან საფულის ფოტოც გამოაქვეყნა. ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბოლოს საფულის პატრონს მიაკვლიეს, რაზედაც თორნიკე ნინიკაშვილმა თავისივე პოსტის კომენტარში დაწერა: “გადავეცი უკვე საფულე. ძალიან გავახარე ვერ აღვწერ. ამ სიხარულს. მაპატიეთ”
საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი, ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. […]
“მესამე წელია შვილის საფლავზე ვერ მივდივარ” – აფხაზეთში დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება შეუწყვიტეს
აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი ციგროშვილის ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა – გიორგის აღმზრდელი დედის თქმით, ფულადი დახმარების შეწყვეტა იმით აუხსნეს, რომ კანონი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ თავად გამზრდელი დედა ვერ მიიღებდა თანხას. მას შვილად აყვანის დოკუმენტს სთხოვენ, რისი წარდგენის შესაძლებლობაც უკვე აღარ არსებობს. გიორგი ომში ორჯერ წავიდა: თავდაპირველად 18 წლის ასაკში და მეორედ, როცა დაიჭრა […]









