შერჩევითი სამართალი და დახმარება – სოციალურად დაუცველები, დევნილები, მარტოხელა მოხუცები და მრავალშვილიანი ოჯახები საახალწლოდ ხელისუფლებამ სამეგრელოში დახმარების გარეშე დატოვა. სამაგიეროდ, “ოცნების” მხრდამჭერმა ოჯახებმა უხვად მიიღეს ნობათი. “ავადმყოფი ვარ, ფეხზე ვერ ვდგები… ხელისუფლებას არაფერი მოუტანია. ახალ წელს ნახევარი პური მქონდა”, – ამბობს ადგილობრივი.
კატეგორია: საზოგადოება
17 წლის გიორგი ბერიძეს სასწრაფოდ სჭირდება გულის გადანერგვის ოპერაცია
17 წლის გიორგი ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც მინსკში უნდა ჩატარდეს. ოპერაციისთვის საჭიროა 140 ათასი ლარი, რომლის გადახდის საშუალება ოჯახს არ აქვს. გიორგი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა ჩარიცხონ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი #GE23BG0000000498356811 ლიბერთი ბანკი #GE25LB0711112359663000 თიბისი ბანკი #GE24TB7624536010300023 მიმღები – მედეა მახარაძე (დედა). 0901200127- ზარის ღირებულება ერთი ლარი. რუსთავი 2
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა – “ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა მარცხით დასრულდა”
უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს – მარცხით დასრულდა ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა, კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს […]
გამყრელიძე – პანდემია კიდევ სულ მცირე 1 წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი , ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, თუმცა კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე წელიწად-ნახევარი გაგრძელდება. “ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება […]
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ზუგდიდის სკოლის 87 მოსწავლეს საჩუქრები გაუგზავნეს
ზუგდიდში, ტყაიას საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს ინდივიდუალურად გადაეცა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი მისალოცი ბარათები და სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრები, რომელიც ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში” საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსკა ოთარაშვილმა და ასოციაციის მოხალისეებმა […]
მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიამ ყვითელი ბარათი ამოუღო – “ამჯერად ამას გაკმარებთ”
ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის არგანთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს მაუწყებლობის კანონის დარღვევისთვის, წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომისიის განცხადებით, მთავარმა არხმა პარტია ქართულ ოცნებას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციის კომისიისთვის გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის […]
კახა ბექაურმა ჩცდ-ს დღის ეთერში გაშვებისთვის ფორმულა დააჯარიმა – “შეურაცმყოფელი ლექსიკისა და გინების გამო”
კომუნიკაციების კომისიამ ჩემი ცოლის დაქალაქების დღის ეთერში გაშვების გამო ფორმულა დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა უცნობია. კომისიას საჩივრით ფიზიკურმა პირმა მიმართა, რომელიც, ფორმულას ინფორმაციით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთანაა ასოცირებული. კომისიის თქმით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია – სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება. “ფორმულას მიერ დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ორი მუხლი – არასრულწლოვანთათვის […]
ბათუმში 20 ოჯახი “საქართველოს რკინიგზის” შენობაში შეიჭრა
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილ შენობაში შეიჭრა და ფართების გადაცემას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ღია ცის ქვეშ არიან და წასასვლელი არსად აქვთ. “წლებია ქირით ვცხოვრობთ და ამ პანდემიის გამო, ვეღარ ვიხდით გადასახადს. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ვთხოვთ, აჭარის მთავრობას, რომ დაგვაკმაყოფილოს”,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე […]
ნიკა არაბიძე, მიშა ანდღულაძე და “კომედი ჯგუფი” რუსთავი 2-დან ფორმულაზე გადადიან
კომედი ჯგუფი „რუსთავი 2”-ს ტოვებს, – ამის შესახე „დეილიინფო“ წერს. არსებული ინფორმაციით, კომედი ჯგუფის წევრები არხიდან მიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არხი ხვალიდან ერთდროულად 4 გადაცემას დაკარგავს, „კომედი შოუს“, „ნიკა არაბიძის შოუს“, „ანეკდოტების შოუს“ და „გააცინე და მოიგეს“. „დეილიინფოს” ინფორმაციით, მსახიობები ტელეკომპანია „ფორმულაზე” გადადიან. პია დაიჯესტი
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს. როგორც ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.










