კატეგორია: საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რამდენიმე საათის წინ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამავე კლინიკის ექიმი_რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა. 62 წლის ექიმი რამდენიმე დღეა რაც რესპუბლიკურში მკურნალობდა და დღეს სავადმყოფოდან უნდა გაეწერათ, თუმცა, როგორც გვითხეს, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდ და გარდაიცვალა. აჭარაში, ეს მედპერსონალის კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. გუშინ, ვირუსმა 64 წლის ექთანი იმახვერპლა.

თენგიზ ცერცვაძე – “ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს და ყველას მადლობას უხდის, ვინც ურეკავს, წერს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება. მისი თქმით, ბოდიშს უხდის მათ, ვისი პასუხიც ფიზიკურად ვერ მოახერხა. “რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული […]

თამარ ჩიხლაძემ, თეონა ბაკურიძემ და ნათია ზოიძემ ტვ პირველი დატოვეს

თამარ ჩიხლაძემ, თეონა ბაკურიძემ და ნათია ზოიძემ ტვ პირველი დატოვეს

ტელეწამყვანებმა — თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ, ასევე, პროდიუსერმა ნათია ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სამივე მათგანმა დაუდასტურა. ამასთან, ჟურნალისტები  გადაწყვეტილებას სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირებენ. “ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა, საბოლოდ, გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. […]

„სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე“ – როგორ ებრძვის ვირუსს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვისგან დაინფიცირდა. ​„ბევრთან მქონდა კონტაქტი და ვის ჰქონდა ვირუსი და ვის არა, ეს აღარ ვიცი. სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა – ყველა ეს სიმპტომი მაწუხებს. ჯერჯერობით სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე. დღევანდელ დღესაც დავაკვირდები. შეიძლება […]

“უგონებენ ჩემს შვილიშვილს, კორონა არ ჰქონია,” – რა გახდა 12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

"უგონებენ ჩემს შვილიშვილს, კორონა არ ჰქონია," - რა გახდა 12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. ოჯახი ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამორიცხავს. მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყვეს. ”დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო […]

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა  

თენგიზ ცერცვაძე - "საქართველომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ტოცილიზუმაბი გამოიყენა"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება […]

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე […]

კოვიდინფიცირებულ 12 წლის გოგონას, რომელიც ბათუმში გარდაიცვალა, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა

კოვიდინფიცირებულ 12 წლის გოგონას, რომელიც ბათუმში გარდაიცვალა, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა

ბათუმში 12 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგონა იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 15 ნოემბერს ღამე შეიყვანეს. “ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგონა სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვს […]

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. „ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”, – განაცხადა თამარ […]

საწოლების რაოდენობა ამოწურულია-საგამოფენო და სამხედრო სივრცეები შესაძლოა სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდეს

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიას ვეღარ უმკლავდება. თითქმის სრულად ამოწურულია საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ ქვეყანაში სულ 227 საწოლია თავისუფალი, ხოლო სასუნთქი აპარატების რაოდენობა 257-ია. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლების დამატება იგეგმება. ამირან გამყრელიძე კი არ გამორიცხავს, რომ  საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლები და სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდეს საგამოფენო და სამხედრო  სივრცეები. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ინფექციონისტებიც დაესწრებიან, […]