კატეგორია: საზოგადოება

“ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს” – გორში 48 ბავშვი მოიწამლა

"ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს" - გორში 48 ბავშვი მოიწამლა

გორში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათგან 16 კლინიკაში რჩება, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ბინაზე გაწერეს. რამ გამოიწვია მოზარდების ინტოქსიკაცია, უცნობია. ყველა მათგანი გორში, კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. ,,მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება”- აცხადებს ,,იავნანას” ექიმი. კომბინატის დასახლებაში მცხოვრებნი, კერძოდ […]

578 ინფიცირებული, 375 განკურნებული, 2 გარდაცვლილი – კოვიდ 19-ის 4 ოქტომბრის სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4619 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-ს შეადგენს.

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული პირველკლასელი მშობლებმა ექიმებისგან მალულად სკოლაში მაინც გაუშვეს

57 წლის ბაბუას 6 წლის შვილიშვილი ცემაში შემოაკვდა  

ზუგდიდში კორონავირუსი პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ინფიცირებულის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოუწოდეს, თუმცა მშობლებმა ბავშვი სკოლაში მაინც გაუშვეს.მომხდარის გამო მთელი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა […]

554 ინფიცირებული, 252 განკურნებული – კოვიდ 19-ის 3 ოქტომბრის სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა. „ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ, თბილისში – 65, იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში – 4 და კახეთში -1″,- […]

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სოფელ ჯოჭოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. “საძიებო სამუშაოები დასრულდა, არასრულწლოვნის ცხედარი ნაპოვნია. გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები, რომელიც მდინარემ წაიღო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში”, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, […]

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 48 […]

თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ – მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენ

თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ - მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენ

თითქმის 15 საათია, მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ. “კურიერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში მაშველებს აქტიურად ხვდებათ სახლის სხვადასხვა ფრაგმენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ძებნამ მალე შედეგი გამოიღოს. ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, რომ თედორაძეების სახლი დაბზარული იყო და მათ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა […]

მარიამ სულაბერიძე კავკასუს ონლაინის დროებით მმართველად დაინიშნა

მარიამ სულაბერიძე კავკასუს ონლაინის დროებით მმართველად დაინიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე „კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14 […]

თბილისელმა სომხებმა მთავარ არხთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისელმა სომხებმა მთავარ არხთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აპროტესტებენ და “მთავარ არხთან” აქციას მართვენ. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ “მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის”. სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით ‘მთავარი არხის” წინ შეძახილებით “სირცხვილი” და “ყარაბაღი” შეიკრიბა, რის გამოც რამდენიმე წუთის […]

“თენგიზ ცერცვაძის გადადგომას არ ვადასტურებთ” – ჯანდაცვის სამინისტრო

თენგიზ ცერცვაძე - "საქართველომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ტოცილიზუმაბი გამოიყენა"

ჯანდაცვის სამინისტროში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. “არ ვადასტურებთ”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” უწყებაში. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მედიამ დღეს შეკითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს. „ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას […]