„არანაირი ხარისხი და შედეგი დისტანციურ სწავლას არა აქვს“, – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. „სრული მავნებლობა და უაზრობა იყო სწავლის გადადება. არანაირი ხარისხი და შედეგი დისტანციურ სწავლას არა აქვს. გარდა ამისა, ორი საათია სამი ბავშვის გაკვეთილების ცხრილში გარკვევას, ყველა გაკვეთილის ზუმის კოდების და საიდენტიფიკაციო ნიშნების ცალკე დახარისხებას ვცდილობ და ვხვდები რამდენი მშობელია იგივე აბსურდულ […]
კატეგორია: საზოგადოება
ლევან რატიანი – “კოვიდ 19 ისე გაქრება, ვაქცინა არ დასჭირდება”
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საბედნიეროდ, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკოს-ბიოლოგები გაიმარჯვებენ. „ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „post tv“-ის ეთერში განაცხადა. როგორც ექიმმა განმარტა, ინფიცირებულთა ზრდა […]
“ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე“ – რა ხრიკებს მიმართავენ რეგულაციებისთვის გვერდის ასავლელად
covid-19-ის გავრცელების რისკების გამო, ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, გარდა საარჩევნო კამპანიისა, სადაც შეკრებისას ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ხრიკებით რეგულაციების გვერდის ავლას ახერხებენ. “დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა”, – აცხადებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე. „აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო […]
ეზუგბაია – “165 შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა”
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია. „დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4. აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, […]
საქართველოში კოვიდ 19-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულები ე. წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან. ,,სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა, […]
გიორგი ფანცულაია – „ვარ ტვ პირველის კლასტერში, მქონდა შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილთან“
ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის კლასტერს მიეკუთნება, თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ფანცულაია აცხადებს, მას შესთავაზეს, რომ საკარანტინე ზონაში გადასულიყო, თუმცა თვითიზოლაციაში დარჩენა ამჯობინა. “ვარ ე.წ. “ტვ პირველის“ კლასტერში. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 6 სექტემბერს ვიმყოფებოდი ტელეკომპანია “პირველის“ საღამოს ეთერში, სადაც უშუალო კონტაქტი მქონდა საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილთან, რა დროსაც საკმაო დროით შედგა ჩვენი დიალოგი […]
მაია ასათიანი – “თეონა ცხომელიძესთან კონტაქტი მქონდა, მაქვს სიცხე, მეორე ტესტი უნდა ჩავაბარო…” – ვიდეო
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა მაია ასათიანმა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვენა, რომელშიც ამბობს, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და ახლა თვითიზოლაციაშია: “საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მამხნევებს თქვენი მესიჯების კითხვა. ჩემი ამბავი მინდა გითხრათ. გუშინ ჩავაბარე კორონავირუსზე ტესტი, პასუხი უარყოფითია. უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირებულთან და დღეს მაქვს სიცხე. რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოგატყუებთ, მაგრამ სულით […]
საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის. ამასთან, […]
ხაშურის პირველი სკოლის ეზოში საკლასო ოთახია მოწყობილი – “მისი გამოყენება ყველას შეუძლია”
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია სკოლის ეზოში მოწყობილი სასწავლო სივრცე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებლებმა სკოლის ადმინისტრაცის იდეა მოუწონეს, ზოგმა კი დაუწუნა. იდეის ავტორი, ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული სივრცე ერთი წლის წინ მოაწყო, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კორონავირუსი გავრცელებული […]









