ტვ პირველის ჟურნალისტი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკიაა. კოვიდ 19 დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსაც დაუდასტურდა. მომხდარზე ვიკა ბუკიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად […]
კატეგორია: საზოგადოება
ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – სწავლის დაწყება გადაიდო
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლაში აცხადებენ, ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1-ელ ოქტომბერს განახლდება. არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ
პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლემ ვიკა ბუკიამ “კურიერს” დაუდასტურა. მისი თქმით, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა. როგორც ვიკა ბუკია აცხადებს, ტესტირების პასუხები მათთვის დღეს გახდა ცნობილი.
ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს
მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა […]
“თუ დაიხურებით, იმაზეც თანახმა ვართ” – მათიკაშვილმა მთავარ არხს დაბადების დღე მიულოცა
“მთავარ არხს” დაბადების დღეზე უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დახურვას, ხოლო მამუკა მდინარაძე კი “მარწუხებისგან გათავისუფლებას” უსურვებს. გუნდი, რომელმაც სწორედ სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მდინარაძის აზრით წნეხის ქვეშაა – საქართველოში ყველა თავისუფალია თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტების გარდა. ტრადიციულად უმრავლესობის წევრების პოზიციაზეა ოპოზიციური “პატრიოტთა ალიანსი”. ადა მარშანია დაბადების დღეს არ გვილოცავს და ამბობს, რომ ჩვენნაირი ტელევიზია “არ უნდა არსებობდეს”. “მათიკაშვილის “კეთილი სურვილები” […]
თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო
თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის გადადების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა. შეგახსენებთ, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო.
საქართველოში ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „გვესმის, რომ ბევრ ადამინს ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. პია
ღარიბაშვილი თვითიზოლაციაში? – მინისტრის მეუღლემ “რესპუბლიკა” დახურა, რესტორნის თანამშრომელს კი ვირუსი დაუდასტურდა
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი თვითიზოლაციაშია. სამინისტროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, წყარო კი “მთავარს” უყვება, რომ 6 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ დაბადების დღე რესტორან “რესპუბლიკაში” გადაიხადა და ტერასა დახურა. დახურულ წვეულებაზე მყოფ რესტორნის თანამშრომელს კი რამდენიმე დღეში კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდა. ობიექტი ახლა დახურულია. რესტორნის თანამშრომლების ნაწილი – თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია. 8 […]
გლდანი ისევ დაიტბორა
წვიმამ გლდანში პრობლემები შექმნა. ახლადრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩა ფაქტობრივად დატბორილია. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საავტომობილო გზაზე, სადაც სანიაღვრე ჭები არ არსებობს, დიდი რაოდენობით წყალი მოედინება და გადაადგილდების პრობლემას ქმნის. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლდანში წვიმას ახლადდაგებულმა გზამ ვერ გაუძლო. ხიზანიშვილის ქუჩა 11 ივლისსაც დაიტბორა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული […]
მარინა ეზუგბაია – “აჭარა წითელი ზონა გახდა”
საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი – ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება […]










