ქობულეთსა და ბათუმში, ღამის კლუბებსა ბუნგალოებში მომუშავე პერსონალის სავალდებულო ტესტირება ხვალიდან დაიწყება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქობულეთში “ჰავანას” კლასტერის გარდა დაფიქსირდა ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც სხვა წყაროს უკავშირდება: საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან […]
კატეგორია: საზოგადოება
მარიშკა ცხვედაძე – “დღეს უკვე 19 წლის ვარ და 6 თვეა, მეც ემიგრანტი მქვია”
მარიშკა ცხვედაძე 19 წლის ქართველი ემიგრანტია, რომელიც უკვე 6 თვეა, საბერძნეთში ცხოვრობს. მარიშკას დედაცა და ბებიაც ემიგრანტები არიან, ამიტომ მისთვის უცხო არასდროს ყოფილა ემიგრანტის ცხოვრება და ემოციები, თუმცა, როგორც თავად ამბობს, თუ არ გამოცადე, ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს იყო ემიგრანტის შვილი და ემიგრანტი დედა. „ძალიან დიდი ხანია, ვფიქრობ, დავწერო თუ არა, დღეს რატომღაც გადავწყვიტე ხმამაღლა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწიძვრა თბილისის დროით 15:50 საათზე საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო. მთავარი
საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა. ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის “ქართულ ოცნებასთან” აფილირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. რუსთავი 2
ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი […]
გოგა ხაინდრავას ფილმისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასს აძლევენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის “კინო და ღვინო” ფილმის გადაღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის “სიმართლე აფხაზეთზე” ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ […]
ხვალიდან საქართველოში დათბება
21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 […]
რუსთავში ქალმა ახალგაზრდები ცულით დაარბია – ვიდეო
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან ინციდენტი მოხდა. ღამით ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა მათი შეკრების ადგილი პატარა ცულის საშუალებით დაარბია, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული. როგორც “ინფო რუსთავს” ქალმა უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ. “მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 […]
წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი დააზიანა. გადავსებული სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა და 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა. […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 16 აგვისტოს თბილისის დროით 02:31 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. იპნ








