უკრაინის ნივას პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

უკრაინის ნივას პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალაუკრაინის პირველი ლიგის კლუბ ტერნოპოლის “ნივას” ქართველი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა.

ავთანდილ მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში ტერნოპოლის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ფუნქციონერის ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო და გუშინ, 20 აგვისტოს, საღამოს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით “ნივამ” უკრაინის მეორე ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის მოგება მოახერხა და პირველ ლიგაში დაწინაურდა.

სპორტალი