23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. 23 მაისს საქართველოში ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს. იპნ
კატეგორია: საზოგადოება
იტალიიდან საქართველოში 180 ადამიანი დაბრუნდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა […]
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს საქართველოს სტატისტიკის არ სჯერა – “ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უკეთესია”
ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უკეთესია, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს. „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები. ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ […]
ირაკლი ჩიქოვანი – “70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ისევ მიეცა”
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, მან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაცია და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ. „უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 17:50 საათზე, დმანისთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით, 18კმ-ში, სოფელი სოღუთლოდან 9კმ – ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ
საქართველოში ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა
დღეს ნიკოლოზობაა
დღეს ნიკოლოზობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შესრულდება, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პატრიარქი აღავლენს, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდება. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდანის გარდაცვალების დღეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ექიმი დარჩა, დანარჩენი მედიკოსები თვითიზოლაციაში არიან
სოხუმი აფხაზეთში, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალიდან მხოლოდ ერთი მოქმედი ექიმი დარჩა. ყველა დანარჩენი თვითიზოლაციაში გაუშვეს, რადგან კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „სავალალო სიტუაცია გვაქვს. აღარ დარჩა არც ექიმები, არც მედდები. ერთადერთი ექიმი – მე ვარ. მე მხოლოდ ბავშვებს ვაკვირდები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უფროსებსაც დავაკვირდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია“, – […]
“ღმერთის არ გწამთ?” – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე საპატრიარქოს მიმართავს
ხვალიდან მკვეთრად აცივდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. 23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით […]









