კატეგორია: საზოგადოება

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა, განკურნებულების – 32-ით

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1-ით გაიზარდა და 639 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 32 – ით გაიზარდა და 349 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი. ინფორმაციისთვის, 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან […]

ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა

ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა

“ფსიქიატრიულში პაციენტის ორსულობას ვერ მიხვდნენ, მან საპირფარეშოში იმშობიარა” სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება, ნამთქვამია, რომ ქალმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმშობიარა. როგორც ანგარიშშია ნათქვამია, ფსიქიატრიულში პაციენტის ორსულობა ვერ დაადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ის გინეკოლოგმაც გასინჯა. მედპერსონალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 […]

დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი გაიყიდა  

დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი გაიყიდა  

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილი გაიყიდა. ყოფილმა მესაკუთრემ გია უბირიამ 995 კვ.მ ტერიტორია შპს “ლაზეთი გრუპს” 20 მარტს მიჰყიდა. მიწის მეპატრონე კომპანია ზუგდიდშია რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია. მიწის ახალი მეპატრონე სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. ინფორმაცია “ლაივპრესმა” გაავრცელა.

საქართველოში კოვიდ 19-ით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

მამა გიორგი პაპავას, მის დას და დისშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4.769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი.

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, განკურნებულთა – 8-ით

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 317 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი. ინფორმაციისთვის, 638 ადამიანიდან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს […]

რუსთავი 14 მაისს გაიხსნება

რუსთავი 14 მაისს გაიხსნება

რუსთავი ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელების მოლოდინშია, რომელიც 16 აპრილის შემდეგ პირველად 14 მაისს გაიხსნება. რუსთავთან ერთად 4 დღეში შეზღუდვა მოიხსნება გარდაბანშიც. “გაამარტივებს ჩვენს მდგომარეობას. ახლა გაზაფხულია, სოფლის სამეურნეო სამუშაოები აქვს ბევრს, ნაკვეთები აქვს ხალხს. უნდა იმოძრაოს ხალხმა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “კურიერთან” საუბრისას. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით, ქალაქში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად […]

ხვალიდან საქართველოში დათბება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 11 და 12 მაისს დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უკვე გამოიდარებს და ნალექი ყველგან შეწყდება. ხვალიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, […]

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 635 შეადგინა – 309 განიკურნა, 10 გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში ცხრით გაიზარდა და 635 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4 717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 პირი. ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს […]

ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდა

ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის სპეცრეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 ადამიანი დაბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის […]

ბექა კოჟორიძეს 23 აპრილს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 24-ში კი დაიღუპა – ბიჭი, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებას შეეწირა

ბექა კოჟორიძეს 23 აპრილს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 24-ში კი დაიღუპა – ბიჭი, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებას შეეწირა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გახდა 23 წლის ბექა კოჟორიძის გარდაცვალების მიზეზი. ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქის სოფელ გოგაშენში ცხოვრობდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ტკიპამ სავარაუდოდ, საკუთარ ეზოში მაშინ უკბინა, როცა პირუტყვს მწერებისგან ასუფთავებდა. „გვიან თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს. სისხლი მოეწამლა, მთელმა სოფელმა გადაუსხა, მაგრამ ვერ გადარჩა. ექიმებმა თქვეს, დაგვიანებული იყოო. სანამ თბილისში წაიყვანდნენ, ახალქალაქის კლინიკაში იყო, ფილტვების ანთებაზე […]