კატეგორია: საზოგადოება

მკაცრი კარანტინის ზოგ ქვეყანაში კოვიდ 19-ით სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში მცხოვრებ ქვეყნებში

კორონავირუსი - მსოფლიო უჩინარი მტრის წინააღმდეგ

კოვიდ 19-თან ბრძოლაში ქვეყნების უმრავლესობა მკაცრ საკარანტინო ზომებს იყენებს, თუმცა არიან ქვეყნებიც, რომლებიც პრაქტიკულად ძველებურ რეჟიმში ცხოვრობენ. საინტერესოა, რა შედეგს მივიღებთ მათი მონაცემების შედარებით. ავიღოთ ერთი მხრივ შვედეთი და ბელარუსი, სადაც მინიმალური შეზღუდვებია და მეორე მხრივ ესპანეთი და იტალია, სადაც მაქსიმალურად მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შვედეთში კოვით 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 12.540-ს შეადგენს. […]

„მთავარ არხს“ ნოდარ მელაძის შემდეგ თამარ ბაღაშვილი და თეა ადეიშვილიც ტოვებენ

„მთავარ არხს“ ნოდარ მელაძის შემდეგ თამარ ბაღაშვილი და თეა ადეიშვილიც ტოვებენ

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნოდარ მელაძის შემდეგ „მთავარი არხი“ შესაძლოა საინფორმაციო სამსახური კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმაც დატოვოს. განიხილებოდა ვერსია, რომ საინფორმაციო სამსახურის პოსტზე ნოდარ მელაძეს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი შეცვლიდა, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ ტელეკომპანიიდან აცნობეს, ბაღაშვილმა მელაძის შეცვლაზე უარი განაცხადა. უფრო მეტიც, მან, შესაძლოა, ტელეკომპანია თავადაც დატოვოს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაღაშვილი „ფორმულაზე“ გადადის და იქ 20 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას […]

“მეზობლებმა გამოვიძახეთ პატრული, ეტყობა გაითიშა შიმშილისგან” – ვაკეში მამაკაცი გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 48/2-ში გოგი ელიავა გარდაიცვალა. მისი მეზობელი, ნინო ბოჭორიშვილი ამბობს რომ ის სიღარიბის გამო შიმშილობდა. 7 აპრილის ღამეს კი მის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და პატრულმა კარი შეამტვრია, თუმცა, ვერ გადაარჩინეს. “ეტყობა გაითიშა შიმშილისგან”, – გვითხრა ბატონი გოგის მეზობელმა, რომლის თქმითაც ის მარტოხელა იყო, თუმცა ყოველთვის ჰქონდა შეკვეთები, ვიდრე “ეს წყეული ამბები დაიწყებოდა”. “მისი ბინა რომ […]

მეუფე იობი – “მოხუცები უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – კოვიდ-19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული ფსიქოზია და მასონური გადაწყვეტილება”

მეუფე იობი - "მოხუცები უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან - კოვიდ-19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული ფსიქოზია და მასონური გადაწყვეტილება"

“კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგების დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი “ჩვეულებრივი ვირუსია” და არანაირი საშიშროება არ არსებობს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული “ფსიქოზია”. “ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული […]

ეკატერინე ტიკარაძე – “თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის 2.000 ან 4.000 კოვიდ პაციენტი გვეყოლება”

მარნეულში მოსახლეობას სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ

“9 მაისისთვის ქვეყანას 2000 ან 4000 კოვიდ ინფექციით დაავადებული ადამიანი ეყოლება თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს” ეთერში განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და დაიცავით ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან გთხოვთ […]

საქართველოში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 74 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 74, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა და 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

პაატა იმნაძე – “თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში!“

პაატა იმნაძე - "ბათუმში დაინფიცირებული ექთანი ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს ემსახურებოდა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ. „აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, […]

აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ამასთან, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო […]

73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ტიტების გაყიდვისთვის დააჯარიმეს, 10 ათასი ლარი შეუგროვეს

73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ტიტების გაყიდვისთვის დააჯარიმეს, 10 ათასი ლარი შეუგროვეს

73 წლის კაცს, რომელიც ბზობას ტიტების გაყიდვისთვის 3 ათასი დააჯარიმეს, 10 ათასი ლარი შეუგროვეს. მიშა ბაბუს თანხას ხვალ, 16 აპრილს გადასცემენ.მიშა ყარაულაშვილი ბზობის დღესასწაულზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტების გაყიდვის გამო დააჯარიმეს. შემთხვევა თელავში მოხდა. ყარაულაშვილს ერთ თვეში 3.000 ლარის გადახდა მოუწევდა, რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა: “ფეისბუქზე” ამ ამბის გახმაურების შემდეგ ჯარიმის ფულის შეგროვება მოქალაქეებმა (ძირითადად, […]