მეუფე იობი – “მოხუცები უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – კოვიდ-19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული ფსიქოზია და მასონური გადაწყვეტილება”

მეუფე იობი - "მოხუცები უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან - კოვიდ-19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული ფსიქოზია და მასონური გადაწყვეტილება"“კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი “ჩვეულებრივი ვირუსია” და არანაირი საშიშროება არ არსებობს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 საზოგადოებისთვის თავსმოხვეული “ფსიქოზია”.

“ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”,- თქვა მან.