ეკატერინე ტიკარაძე – “თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის 2.000 ან 4.000 კოვიდ პაციენტი გვეყოლება”

ეკატერინე ტიკარაძე - "თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის 2.000 ან 4.000 კოვიდ პაციენტი გვეყოლება"“9 მაისისთვის ქვეყანას 2000 ან 4000 კოვიდ ინფექციით დაავადებული ადამიანი ეყოლება თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და დაიცავით ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან გთხოვთ უკვე ორი თვეა.

დღეს უკვე მოგიწოდებთ და ვთვლი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ვალდებული არის შეასრულოს ეს ღონისძიებები, რომელიც არის მითითებული და ახსნილი ჩვენი სპეციალისტების მხრიდან“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად, გაიზრდება საწოლფონდი.

“ყველა ექიმთან მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ტრეინინგი და ასევე, ყველა იმ მითითებების გაცემა, რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად არის საჭირო. გეგმაში გვაქვს 4 000 საწოლზე მეტის მობილიზება.

გარდა ამისა, დინამიკაში დაკვირვებით იდენტიფიცირებული გვაქვს, ყველა დეტალი და ხარვეზი, რაც გამოსასწორებელია. ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, არ გადაიტვირთოს სავაადმყოფოები. თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 დადასტურებული „კოვიდ“ პაციენტი”,  თუ კიდევ უფრო ცუდად იქნება დაცული წესები, მაშინ, საქართველოში 9 მაისისთვის გვეყოლება 4000–ზე მეტი დაინფიცირებული – აცხადებს ეკატერინე  ტიკარაძე.

მისივე თქმით პირველი პაისიდან საწოლების რაოდენობა გაიზრდება 300 დან 800მდე ხოლო პიკურ პერიოდში 1200 საწოლამდე გაიზრდება საკარანტინო სივრცე.

საერთო ჯამში, პროგნოზი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ყველა მითითებას დაემორჩილებიან, ისეთი დინამიური ზრდა გვექნება , როგორიც აქამდე გვქონდა და საავამდყოფოების გადატვირთვას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ადმროისთვის,  კორონავირუსის 306 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 71 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მსგავსი თემები