საქართველოში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსისგან 74 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 74, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.