კოვიდ 19-თან ბრძოლაში ქვეყნების უმრავლესობა მკაცრ საკარანტინო ზომებს იყენებს, თუმცა არიან ქვეყნებიც, რომლებიც პრაქტიკულად ძველებურ რეჟიმში ცხოვრობენ.
საინტერესოა, რა შედეგს მივიღებთ მათი მონაცემების შედარებით.
ავიღოთ ერთი მხრივ შვედეთი და ბელარუსი, სადაც მინიმალური შეზღუდვებია და მეორე მხრივ ესპანეთი და იტალია, სადაც მაქსიმალურად მკაცრი კარანტინი მოქმედებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შვედეთში კოვით 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 12.540-ს შეადგენს.
მათგან გარდაცვლილია 1333, ანუ ინფიცირებულთა 10,6%.
განკურნებულია 550, ანუ 4,4%.
ბელარუსში ინფიცირებულია 4.204 ადამიანი.
გარდაცვლილია 40, ანუ ინფიცირებულთა 0,9%.
განკურნებულია 203, ანუ 4,9%
იტალიაში ინფიცირებულია 168.941 ადამიანი.
გარდაცვლილია 22.170, ანუ ინფიცირებულთა 13,1%.
განკურნებულია 40.164, ანუ 23,7%.
ესპანეთში ინფიცირებულია 182.816 ადამიანი.
გარდაცვლილია 19.130, ანუ ინფიცირებულთა 10,4%.
განკურნებულია 74.797, ანუ 40,9%.
თუ პროცენტულ მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ღიად დატოვებულ ქვეყნებში გარდაცვლილთა პროცენტი (10,6 შვედეთში და 0,9 ბელარუსში) ჯამში ნაკლებია, ვიდრე მკაცრი კარანტინის იტალიასა (13,1) და ესპანეთში (10,4).
ამ ერთი ფაქტით რთულია დასკვნის გამოტანა, მაგრამ მკაცრი კარანტინის მიზანშეწონილობაში სერიოზული ეჭვის შეტანა მაინც შეიძლება.

