კატეგორია: საზოგადოება

მამა საბა თავაძემ პირადი მანქანა დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცა

მამა საბა თავაძემ პირადი მანქანა დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცა

სოციალურ ქსელში გიორგი გელაშვილის სტატუსი ვრცელდება, სადაც ის წერს, რომ მამა საბა თავაძემ დაავადებათა ცენტრს მანქანა გადასცა. იხილეთ პოსტი: “დღეს ჩვენი ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა საბა თავაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი პირადი მანქანა გადასცა ნებისმიერ საჭიროებაში მოხმარებისთვის, სანამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება”. ფორტუნა

 „ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება – უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ“

გებრეიესუსი - ვიწყებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხალისეებზე გამოცდას

ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსს ეხებოდა. „მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და […]

დმანისიდან და ბოლნისიდან კლინიკაში ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს – ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ

"ახალშობილი პოლიციელმა აჩიკო ახალკაცმა  გადაარჩინა" - რა მოხდა ოზურგეთში

რამდენიმე წუთის წინ დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე. კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება […]

იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 22.324 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა

კორონავირუსი - მსოფლიო უჩინარი მტრის წინააღმდეგ

ევროპის წამყვან ქვეყნებში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამ დროისთვის იტალიაში 80.539 ადამიანია ინფიცირებული, ესპანეთში – 56.197, საფრანგეთში – 29.155. ჯამში ეს 165.891 ადამიანს შეადგენს. ამავე დროს, იზრდება განკურნებულთა რაოდენობაც. იტალიაში უკვე 10.361 ადამიანი განიკურნა, ესპანეთში – 7.015, საფრანგეთში კი – 4.948 ადამიანი. ჯამში ეს 22.324 ადამიანს შეადგენს. ანუ ინფიცირებულთა 13,4% […]

ამირან გამყრელიძე – “ეს 1 თვე არ არის საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები”

ამირან გამყრელიძე - "ჩემი შვილის პირველი ტესტი იყო საეჭვო, ძალიან მსუბუქი, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და გუშინ დადასტურდა"

ეს ერთი თვე არ არის საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, სოციალური დისტანცირება ჯერ კიდევ არ არის დაცული ლისის ტბაზე, კუს ტბაზე და მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის […]

“აკე­თებ ერთს, გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე” – როგორ დაარიგეს ზუგდიდში ნაციონალებმა პირბადეები – ვიდეო

"აკე­თებ ერთს, გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე" - როგორ დაარიგეს ზუგდიდში ნაციონალებმა პირბადეები - ვიდეო

ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში “სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის” და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას, სა­დაც პირ­ბა­დე­ებს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს და ხელ­თათ­მა­ნებს არი­გებ­დნენ, ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა “რა­დიო ათი­ნა­თი” იუ­წყე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნი­სა და მო­წო­დე­ბი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­ტან­ცია და­ეც­ვათ, ხალ­ხი […]

მარნეულში 22 კვირის ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა

"კორონავირუსის სიმპტომები დაინფიცირებიდან ხუთი დღის განმავლობაში ვლინდება"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. „პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, […]

ბათუმის ინფექციურის დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაშია – “კარგად ვარ, შაბათს 14 დღიანი ვადა დამისრულდება”

ბათუმის ინფექციურის დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაშია - "კარგად ვარ, შაბათს 14 დღიანი ვადა დამისრულდება"

კორონავირუსის საეჭვო ნიშნები არ აღმენიშნება, თავს კარგად ვგრძნობ, – ამის შესახებ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ „ინტერპრესნიუსთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ციური აბულაძე ამბობს, რომ გერმანიაში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და 14 მარტს საქართველოში დაბრუნდა. „თვითიზოლაციაში ვარ. 21 თებერვალს, ჯერ კიდევ კორონავირუსი არ იყო დადასტურებული არც გერმანიასა და არც საქართველოში – შვებულება ავიღე და ჩემს […]

საქართველოში 26-28 მარტს მზიანი ამინდი იქნება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა […]

საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია ინფიცირებული. ამის შესახებ ივანიშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის ცნობით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის. „საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია დღეისთვის დაინფიცირებული. საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა […]