დმანისიდან და ბოლნისიდან კლინიკაში ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს – ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ

დმანისიდან და ბოლნისიდან კლინიკაში ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს - ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენრამდენიმე წუთის წინ დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე.

კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.