იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 22.324 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 22.324 ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნაევროპის წამყვან ქვეყნებში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

ამ დროისთვის იტალიაში 80.539 ადამიანია ინფიცირებული, ესპანეთში – 56.197, საფრანგეთში – 29.155.

ჯამში ეს 165.891 ადამიანს შეადგენს.

ამავე დროს, იზრდება განკურნებულთა რაოდენობაც.

იტალიაში უკვე 10.361 ადამიანი განიკურნა, ესპანეთში – 7.015, საფრანგეთში კი – 4.948 ადამიანი.

ჯამში ეს 22.324 ადამიანს შეადგენს. ანუ ინფიცირებულთა 13,4% ამ ქვეყნებში კორონავირუსისგან უკვე განიკურნა.