თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ სამხედროს, რომელთაც ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. უწყების ცნობით, აქამდე კორონავირუსი არცერთ სამხედროს არ დადასტურებია. თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ, სამხედრო ბაზებზე კი დეზინფექცია რეგულარულად ტარდება. მათი თქმით, მუდმივად ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურასაც. შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო გადაიყვანეს. ისინი სამსახურებრივ მოვალეობას […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 77 ადამიანია ინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება. „ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს […]
„დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით“ – ქართველმა სტუდენტმა ბელიაში COVID-19 დაამარცხა
ბელგიაში, ქართველი სტუდენტი, ელია ამისულაშვილმა რამდენიმე კვირის წინ COVID19 – დაამარცხა, იგი ტელეკომპანია ”ფორმულასთან’’ დეტალურად ყვება იმ ძირითად სიმპტომებს, რაც აღენიშნებოდა. სტუდენტის განცხადებით, მიუხედავად ვირუსის დამარცხებისა, ჯერ კიდევ არ იცის, რა ნიშნებს ტოვებს COVID-19. ”დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით, ასევე მახასიათებდა უჰაერობა, ვერ ვიძინებდი ღამით, ამ დროს კარანტინი არ იყო ბელგიაში გამოცხადებული. ვფიქრობ, რომ […]
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმის, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. „რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. […]
მარინა ენდელაძე – “44 წლის პაციენტი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა ის სახლშია გაწერილი”
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. საუბარია #4, 44 წლის მამაკაცზე, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე აღნიშნული პაციენტის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის კორონავირუსზე გამარჯვება. „44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო […]
პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, უნდა ვიმუშავო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. კითხვაზე, რა რეკომენდაციებს მისცემდა იმ კლინიკებს სადაც ასაკით რისკ ჯგუფში შედიან, იმნაძემ განაცხადა: “მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშავო”. “აქ ორგვარია მიდგომა. გავიხსენოთ, ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად გინდა ექიმი […]
მარნეულიდან გადმოყვანილი 14 დღის ჩვილის მდგომარეობა მძიმეა – ის აპარატულ სუნთქვაზეა
მარნეულიდან გადაყვანილ ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.ექიმის თქმით, 14 დღის ჩვილს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს, პასუხი კი დღეს საღამოს იქნება. „ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც […]
ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინე ზონიდან გამოტანილი სასურსათო პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის. “არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის […]
საქართველოში კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მკურნალობის ქვეშ მყოფი COVID-19-ით ინფიცირებული 42 დადასტურებული შემთხვევიდან გუშინ ინფექციური საავადმყოფო მე-10 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
საქართველოში “COVID-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო ორის – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და მათ შორის, სამი ახალი, […]










