„პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ, შიგნით„ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ თუ კომენდანტი საათის გამოცხადება იქნება საჭირო, ეკლესია ამაზე უარს არ იტყვის.
“თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით? საგანგებო მდგომარეობას ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმის გამო, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, IQ ყველას აკლიათ მაგათ. რითი გავაჩეროთ? მოდის ხალხი. რა ვქნათ? პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? [პატრული] მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ შიგნით” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ნიუპოსტი

