როგორია ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – “ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს”

როგორია ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლის, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც გამ­ყე­რი­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია.

“სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ჩვენ არ გვქო­ნია ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი და ახლა ის გა­დის დას­კვნით კვლე­ვებს. იმის მი­ხედ­ვით თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს დას­კვნი­თი კვლე­ვე­ბი, გა­მოჩ­ნდე­ბა რო­მელ ეტაპ­ზე გა­და­ვა ის. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ “რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლი, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეა.