მეუფე გერასიმე პრემიერის განცხადებაზე – “მთავრობის განცხადება მოულოდნელი იყო… სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ”

მეუფე გერასიმე პრემიერის განცხადებაზე - "მთავრობის განცხადება მოულოდნელი იყო... სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ"„ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება, მეორეა ეკლესია…. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას” – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების პარალელურად ეკლესიის შესაძლო პოზიციაზე კომენტარს აკეთებს.
“მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ”- უთხრა მეუფემ მედიას.

კითხვაზე აქვს, თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მეუფე გერასიმემ თქვა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის.

„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება, ხუთ საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება, როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

„ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

ნიუპოსტი